კალათა

დეტალურად

საქართველოს რადიოს იშვიათი ჩანაწერების ფონდს ადრეულ წლებშივე „ოქროს ფონდი“ შეერქვა, რადგან ქართველი ხალხის ღირსეულ შვილთა დაუვიწყარი ხმების ჩანაწერებს მოიცავს. ეს არის ქართული კულტურის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და ორიგინალური საგანძური, რომელშიც მოჩანს ქართული მწერლობა, თეატრი, კინო, სახვითი ხელოვნება, მუსიკა, მეცნიერება. უფრო ზოგადად, ქართველთა სულიერი ცხოვრება ძალზე რთულ წინა საუკუნეში. წიგნი, რომელსაც მკითხველს ვთავაზობთ, მოგვითხრობს ამ საგანძურის ერთ ნაწილზე - რადიოს ლიტერატურულ-დრამატულ გადაცემათა რედაქციის ჩანაწერთა კოლექციებზე. ამ კოლექციების აღწერილობას ავტორი საკუთარ დაკვირვებებს, კომენტარსა და მოგონებებსაც ურთავს, რადგან ლიტერატურულ-დრამატულ გადაცემათა რედაქციაში მან მრავალი წელი დაჰყო, კარგად იცნობს იმას, რაზედაც მოგვითხრობს, და ბევრი რამ ახსოვს. წიგნსაც „სახსოვარი“ ჰქვია, „სახსოვარი“ - რაც გარდასულმა დრომ ამ კოლექციებში სამახსოვრო და ფასეული დატოვა.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • ეს უკვე ხმათა მუზეუმია...
  • აკაკი წერეთლის ანდერძი
  • „მარად და ყველგან, საქართველოვ...“ - ორი მოგონება ილიაზე
  • ჩარგალი - ვაჟა-ფშაველას კოლექცია
  • სიმონეთის დღიური - დავით კლდიაშვილის კოლექცია
  • ახალი საუკუნე - ახალი ლეგენდა - გალაკტიონი
  • „ცისფერყანწელთა“ რეაბილიტაცია
  • „მწერლობა ფიქრია ადამიანზე“ - სერგო კლდიაშვილი
  • უკანასკნელი ცისფერყანწელი - შეხვედრები კოლაუ ნადირაძესთან
  • „ფიროსმანს ყველა იგონებს, როგორც სიზმარს“...
  • მთაზე ვაშენე ტაძარი - გიორგი ლეონიძე
    • ქალბატონ ნესტან ლეონიძის მოგონებები
    • გიორგი ლეონიძის ხსოვნის საღამო
    • გიორგი ლეონიძე - ორი სიტყვა ვალერიან გაფრინდაშვილზე
    • ქალბატონ თინათინ ლეონიძის ნაამბობი
  • საქართველოს რადიოს „ოქროს ფონდის“ სათავეებთან - უშანგი ჩხეიძის ჩანაწერების კოლექცია
  • 1948 წლის ოქტომბერი. ილია ჭავჭავაძე - „ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი“.
  • რამდენიმე დაკვირვება მხატვრულ რადიომაუწყებლობაზე
  • ფოტოარქივი
  • სქოლიო