კალათა

დეტალურად

სახელმწიფო სახრჩობელასთან

ირაკლი კაკაბაძე

გამომცემლობა ინტელექტი

პოეზია

წიგნებსაც, ისევე როგორც ადამიანებს, თავისი განსაკუთრებული პულსაცია აქვთ: ზოგს ნერვული და აჩქარებული, ზოგს წყვეტილი და არითმიული, ზოგსაც საერთოდ არ ესინჯება პულსი. ირაკლი კაკაბაძის ახალი პოეტური კრებული უაღრესად თანამედროვე იმიტომაც არის, რომ აქ ცხადად, ხელშესახებად იგრძნობა მკაცრი და აღელვებული კაცის გულისცემა. ფეთქვა გულისა, რომელიც, ავტორის თქმისა არ იყოს, ყველა ზღაპარში აქვთ დევებს. დღეს კი ქვად ქცეულა, განცდებისა და შეგრძნებებისგან დაცარიელებულა. სახელმწიფო სახრჩობელაზე გასვლა სისტემასთან, გაბატონებული და თავსმოხვეული ცხოვრების წესთან შეურიგებლობას გულისხმობს. ამ გზაზე გასულს გზადაგზა აუცილებლად მწარე და გულწრფელი სიტყვები დაგცდება, ვთქვათ, ასეთი: „იძინე მშვიდად, მხედრიონის მშობელო ერო...“, ან: „ცარიელი და განძარცვული, მაგრამ დუმილით სავსე, ცივი დუმილით სავსე“, ან კიდევ: „სად გიპოვო, რაში ხარ მეტად არეკლილი, ჩემო სამშობლოვ? პეიზაჟებში, სიმღერებში თუ ადამიანებში?..“ და ამ ძიებასა და მღელვარებაში გართულმა, ბრძოლისგან დაქანცულმა შეიძლება ერთხელაც აღმოაჩინო: „რა ხანმოკლეა სიცოცხლე ჩვენი – ჰაიკუსავით სამ სტრიქონად წარმოსათქმელი“.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • წინასიტყვაობა
  • ერთი დამშვიდობების შესახებ
  • წრეზე
  • * * * (ჩვენს სოფელში)
  • * * * ყოველ ჯერზე)
  • წერილი პრეზიდენტს
  • * * * (მე მეგაპოლისის ასფალტი ვარ)
  • * * * (როგორ არავინ არ დაგინდოთ)
  • არიანდა ქეცბა სტამბოლში
  • * * * (ცარიელი და განძარცვული)
  • * * * (არ ვიცი)
  • ყოფითი გეოლოგია
  • * * * (გუშინწინ ოსვენციმში)
  • * * * (რად იცრიცები)
  • სარკის ნატეხები
  • * * * (ორი ნაბიჯი უკან – ოსვენციმისკენ)
  • * * * (არც ერთი ნაკვალევი თოვლზე)
  • * * * (მე მესამე ნაპირი ვარ)
  • იავნანა
  • სპარსული თოჯინა ნაილი
  • ჩვენ შორის
  • მშრალი ხიდი
  • * * * (არა ვარ მარტო)
  • დღესასწაული
  • * * * (როცა მოვალ ბოშების სიმღერასავით)
  • * * * (საიდან მოდის)
  • პოეტ მეგობრებს
  • * * * (კადრი ბავშვობიდან)
  • * * * (ბავშვებთან ომი)
  • * * * (ქიშმიშიანი ფუნთუშები)
  • გურჯისტანი
  • პოეტი
  • ქართული საბავშვო სიმღერა
  • * * * (სად გიპოვო)
  • ჩვენ უკან
  • * * * (ყველაზე მეტად)
  • * * * (ზამთრის ჩიტია)
  • * * * (ვგავარ მდინარეს)
  • პუბლიცისტიკა
  • * * * (ფანჯრიდან მხოლოდ)
  • * * * (მუდამ სოველი)
  • სტამბოლის მთვარეებს
  • * * * (შემოდგომიდან ზამთრისაკენ)
  • * * * (იხილე)
  • * * * (რა ხანმოკლეა)
  • * * * („აჰა, გამოვიდა მთესავი თესვად...“)
  • * * * (სიბნელე ნუ შეგაშინებს)