კალათა

დეტალურად

ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?

ფილიპ კ. დიკი

გამომცემლობა გამომცემლობა წიგნები ბათუმში

მთარგმნელი გურამ ღონღაძე

ფანტასტიკა

„ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?“ ფილიპ დიკის ყველაზე პოპულარული ნაწარმოებია. ეს პოპულარობა ბევრმა რამემ განაპირობა – ორიგინალურმა სიუჟეტმა, თხრობის არაჩვეულებრივმა მანერამ, ალუზიებმა, დინამიკამ, დამაინტრიგებელმა ამბავმა... ეს წიგნი მარტოობაზეა, სწორედ ისეთ მარტოობაზე, როგორისაც ყველა ადამიანს ეშინია... ამ წიგნში ტელევიზორები მუდამ ჩართულია – სიჩუმეს ვერ იტანენ. აქ ყველას ჰყავს ოჯახი, მაგრამ თითოეული იმდენად მარტოსულია, რომ ყველაზე სანუკვარ, ყველაზე დიდ მიღწევად შინაური ცხოველის ყოლა ითვლება – თუ ცხოველი გყავს, ე.ი. მიზანი გაქვს, ე.ი. არის ვიღაც, ვისაც შენი ზრუნვა სჭირდება... შინაური ცხოველი უკეთეს ცხოვრებას განასახიერებს – ყველაფერს, რაც რადიაციულ მტვრამდე არსებობდა, რაც უყვარდათ, რაც ჯერ კიდევ ახსოვთ... ამიტომ, ადამიანები გაუთავებლად ოცნებობენ ნამდვილ ცხოველზე. ადამიანის გარდა, არიან ანდროიდები, რომლებსაც ზოგჯერ თავისუფლება და ადამიანებში შერევა სწყურიათ. ვინ იცის, იქნებ, ისინიც ოცნებობენ თავიანთ საკუთარ, ელექტრონულ ცხვრებზე, რომლებსაც ყოველ დილით მოუვლიან, სამსახურში წასვლამდე თივას მიუტანენ, გამოელაპარაკებიან და თავიანთ ანდროიდულ მარტოობას შეიმსუბუქებენ?!
  • თავი პირველი
  • თავი მეორე
  • თავი მესამე
  • თავი მეოთხე
  • თავი მეხუთე
  • თავი მეექვსე
  • თავი მეშვიდე
  • თავი მერვე
  • თავი მეცხრე
  • თავი მეათე
  • თავი მეთერთმეტე
  • თავი მეთორმეტე
  • თავი მეცამეტე
  • თავი მეთოთხმეტე
  • თავი მეთხუთმეტე
  • თავი მეთექვსმეტე
  • თავი მეჩვიდმეტე
  • თავი მეთვრამეტე
  • თავი მეცხრამეტე
  • თავი მეოცე
  • თავი ოცდამეერთე
  • თავი ოცდამეორე