კალათა

დეტალურად

„მაგრამ რამეს აუცილებლად მოიფიქრებს“. – ასე დაასრულა ართურ კლარკმა რომანის – „კოსმოსური ოდისეა 2001“ – წერა და, როგორც თავად აღნიშნავდა, გრძნობდა, რომ ერთი ციკლი დახურა, თუმცა ის გაგრძელებას ითხოვდა. გაგრძელება მაშინვე არ დაუწერია, მეტიც, კლარკმა საკუთარ იდეას დასცინა. მან მიიჩნია, რომ პირველმა წიგნმა მკითხველს ადამიანთა ევოლუცია ახლებურად დაანახვა და მეორე წიგნის დაწერა სრული აბსურდი იქნებოდა. მაგრამ, მოგვიანებთ მკითხველთა თხოვნა გაითვალისწინა და გადაწყვიტა, ოდისეა გაეგრძელებინა. „2010: ოდისეა 2“ პირველი წიგნის გაგრძელებაა, თუმცა ზოგიერთი ეპიზოდი ფილმის – „კოსმოსური ოდისეა 2001“ – ხაზს მისდევს. ნაწარმოები ხანგრძლივი მოგზაურობაა საიდუმლოს ამოხსნისაკენ. იდუმალი მონოლითი ადამიანებს კვლავ თავისკენ, სხვა სამყაროსკენ იხმობს. სხვადასხვა ქვეყნის კოსმოსური ხომალდებიც სრბოლაში ებმებიან, თუმცა მათი თითქმის ყოველი მცდელობა, მიუახლოვდნენ შავ მონოლითსა და ამოხსნან საიდუმლო, იქ წყდება, სადაც ბოუმენის ფანტასტიკური თავგადასავალი იწყება. განსხეულებული ბოუმენი კი დაუსრულებლად მოგზაურობს სამყაროთა შორის არსებულ სივრცეებში – ზოგჯერ უახლოვდება იმ წერტილს, რომელიც წამის თუ საუკუნის წინ დატოვა, ზოგჯერ მტვრის ნაწილაკებად იფანტება ხომალდზე... და კვლავ რჩება მარადიული კითხვები. კაცობრიობა კი ვერ მოისვენებს, სანამ პასუხებს არ მიაგნებს.
  • ნაწილი I - „ლეონოვი“
    • თავი 1 - შეხვედრა ფოკუსში
    • თავი 2 - დელფინთა სახლი
    • თავი 3 - SAL-9000
    • თავი 4 - მისიის მიზნები
    • თავი 5 - „ლეონოვი“
  • ნაწილი II - „ციენი“
    • თავი 6 - გამოღვიძება
    • თავი 7 - „ციენი“
    • თავი 8 - იუპიტერის ორბიტაზე
    • თავი 9 - დიდი არხის ყინული
    • თავი 10 - ძახილი ევროპიდან
    • თავი 11 - ყინული და ვაკუუმი
  • ნაწილი III - „დისქავერი“
    • თავი 12 - ფერდობზე დაშვება
    • თავი 13 - გალილეის სამყაროები
    • თავი 14 - ერთობლივი დამუხრუჭება
    • თავი 15 - გაქცევა გიგანტიდან
    • თავი 16 - პირადი კავშირი
    • თავი 17 - აბორდაჟი
    • თავი 18 - საკუთრების გადარჩენა
    • თავი 19 - ოპერაცია „ქარის წისქვილი“
    • თავი 20 - გილიოტინა
    • თავი 21 - მკვდრეთით აღდგომა
  • ნაწილი IV - ლაგრანჟი
    • თავი 22 - „დიდი ძმა“
    • თავი 23 - შეხვედრა
    • თავი 24 - დაზვერვა
    • თავი 25 - ხედი ლაგრანჟიდან
    • თავი 26 - პრობაცია
    • თავი 27 - ინტერლუდია: ჭეშმარიტი აღსარება
    • თავი 28 - იმედგაცრუება
    • თავი 29 - გამოცხადება
  • ნაწილი V - ვარსკვლავეთის პირმშო
    • თავი 30 - სახლში დაბრუნება
    • თავი 31 - „დისნეივილი“
    • თავი 32 - ბროლის წყარო
    • თავი 33 - ბეტი
    • თავი 34 - გამოთხოვება
    • თავი 35 - რეაბილიტაცია
    • თავი 36 - ხანძარი უფსკრულში
    • თავი 37 - გაუცხოება
    • თავი 38 - ოკეანის ქაფი
    • თავი 39 - კოსმოსურ გარაჟში
    • თავი 40 - „დეიზი, დეიზი...“
    • თავი 41 - სასაფლაოზე
  • ნაწილი VI - სამყაროთა შთამნთქმელი
    • თავი 42 - მოჩვენება მანქანაში
    • თავი 43 - აზრობრივი ექსპერიმენტი
    • თავი 44 - გაუჩინარება
    • თავი 45 - გაქცევა
    • თავი 46 - უკუათვლა
    • თავი 47 - საბოლოო დაკვესება
    • თავი 48 - ღამეული ნახევარსფერო
    • თავი 49 - სამყაროთა შთამნთქმელი
  • ნაწილი VII - ლუციფერის აღზევება
    • თავი 50 - მშვიდობით იუპიტერო
    • თავი 51 - დიდი თამაში
    • თავი 52 - აალება
    • თავი 53 - ღმერთების ძღვენი
    • თავი 54 - მზეთა შორის
    • თავი 55 - ლუციფერის აღზევება
  • ეპილოგი - 20 001
  • სქოლიო