კალათა

დეტალურად

ედმუნდ ჰუსერლი მეოცე საუკუნის ფილოსოფიის კლასიკოსია. თანამედროვე ფილოსოფიის უმთავრესი ღირსებები, რომლებიც მას ადამიანის გონის ერთერთ საამაყო მონაპოვრად ხდის – მისი მეცნიერული სიმკაცრე ერთის მხრივ და ადამიანის ბუნებისა და რაობის რეალური, ფართო, მისი სისუსტისმიერი და ამაღლებული მოტივაციებისაკენ თვალგახსნილი ხედვა მეორეს მხრივ, მისი კრიტიკულობა (უდოგმობა), მეთოდური სიფრთხილე და გამბედაობა რაგინდარა მყარად დამკვიდრებული ფილოსოფიური რწმენების მიმართ – თვალსაჩინოდ განხორციელებულიცაა ჰუსერლის აზროვნებაში და მის დიდ წვლილსაც შეიცავს.ჰუსერლის „პარიზული მოხსენებები“ (1929) მოკლე მონახაზია მისი ფილოსოფიური მოძღვრებისა, რომელსაც „ფენომენოლოგია“ ეწოდება. „ფენომენოლოგია“ მის ფილოსოფიას ჰქვია იმიტომ, რომ იგი ორიენტირებულია ადამიანის შემეცნებითი ცხოვრების ფენომენების (ანუ მოვლენების) მკაცრსა და სისტემურ მეცნიერულ ანალიზზე იმისგან დამოუკიდებლად (ანუ იმის გამოთიშვით განხილვის სფეროდან), თუ როგორ წყდება, ან წყდება თუ ვერ წყდება სულაც, ამ მოვლენათა და მათ მატარებელ სუბიექტთა, ისევე როგორც მათ ობიექტთა, ონტურ რაობასთან დაკავშირებული საკითხები – ე.წ. მეტაფიზიკური საკითხები.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • წინასიტყვა
  • ტერმინებისათვის
  • პარიზული მოხსენებები
    • * * *
    • * * *
    • * * *
    • * * *
    • * * *
  • სქოლიო