კალათა

დეტალურად

საქმესთან გამკლავების ხელოვნება

დევიდ ალენი

გამომცემლობა პალიტრა L

მთარგმნელი ეკატერინე მაჩიტიძე

ბიზნესი

თარგმანი ინგლისურიდან

სერია ლურჯი ოკეანე

წარმატების მიღწევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა იმ ადამიანების მოსაზრებებისა და თეორიების გაზიარებაა, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ეხმარებიან სხვადასხვა ინდივიდს, პროფესიონალებს, ტოპმენეჯერებსა და კომპანიებს წარმატების მიღწევაში. დევიდ ალენის წიგნი და თეორია, რომელიც სტრესის გარეშე პროდუქტიულობის ზრდას, დროში პროცესების სწორად დაგეგმვასა და მათ მართვას გულისხმობს, არის სწორედ ის აუცილებელი საკითხავი, რომელიც დაგეხმარებათ თქვენ მიერ დასახული მიზნების მიღწევაში, პროდუქტიულობის ზრდაში და რაც ყველაზე მთავარია, გაგათავისუფლებთ სტრესისგან. დამეთანხმებით, რომ სტრესისგან თავისუფალი გონება გაცილებით ნაყოფიერია, უკეთესად მუშაობს და შესაბამისად, გვეხმარება სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. „საქმესთან გამკლავების ხელოვნება“ არის წიგნი, რომელიც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის, გაგათავისუფლებთ სტრესისგან და მოგცემთ საშუალებას მუდმივი განვითარებისა და წინსვლისკენ.
  • ნაწილი I - როგორ გავუმკლავდეთ საქმეს
    • თავი 1 - ახალი მეთოდები და ახალი გარემო
    • თავი 2 - როგორ ვაკონტროლოთ ჩვენი ცხოვრება: მუშაობის პროცესის მართვის ხუთი ეტაპი
    • თავი 3 - პროექტების დაწყებისადმი შემოქმედებითი მიდგომა: პროექტის დაგეგმვის 5 ეტაპი
  • ნაწილი II - ნაყოფიერება სტრესის გარეშე
    • თავი 4 - როგორ შევუდგეთ მუშაობას: დრო, ადგილი, ინსტრუმენტები
    • თავი 5 - სხვადასხვა საქმის თავმოყრა, ერთად შეკრება
    • თავი 6 - განსაზღვრა: «კონტეინერის» დაცლა
    • თავი 7 - დახარისხება: სათანადო ადგილის მიჩენა
    • თავი 8 - განსჯა: სისტემის ფუნქციონალურობის ხელშეწყობა
    • თავი 9 - მოქმედება: საუკეთესო მოქმედებების შერჩევა
    • თავი 10 - პროექტების კონტროლი
  • ნაწილი III - ძირითადი პრინციპების ძალა
    • თავი 11 - რა შეუძლია თავმოყრის ჩვევას
    • თავი 12 - რა შეუძლია მომდევნო მოქმედების შესახებ გადაწყვეტილებას
    • თავი 13 - რა შეუძლია ფოკუსირებას
    • თავი 14 - საქმესთან გამკლავება და კოგნიტივისტიკა
    • თავი 15 - გზა ოსტატობამდე
  • დასკვნა
  • სქოლიო