ვაჟა ხორნაულის შემოქმედებაში ბევრია კონვენციური 8 თუ 10 მარცვლიანი ლექსები, არის ვერლიბრიც და არის საოცარი გვირგვინი მისი შემოქმედებისა – მინიმალისტური ფორმის პოეზია, მაგრამ ყველგან ის ერთნაირად შეკრული, მყარი, გაუბზარავი ფასეულობის მქადაგებელია. დახვეწილი ფრაზის ოსტატი. სიტყვის გურმანი და რატომღაც, უარმყოფელი ყველანაირი სასვენი ნიშნისა.