კალათა

დეტალურად

წარმოდგენილი კრებული მოიცავს მწერლის ლიტერატურული შემოქმედების ვრცელ პერიოდს, დაწყებულს გასული საუკუნის ოთხმოციანი წლებიდან დღემდე. ეს არის დიდი გარდატეხის და მძიმე განსაცდელის ხანა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. თანამედროვე მსოფლიო, თავისი კატაკლიზმებით, მძაფრად შემოიჭრა ძველ სამყაროში. მწერლის ლიტერატურული ტექსტი არათუ ასახავს ამ ისტორიულ მოვლენებს, გარდატეხის ინდივიდუალური ცნობიერების პრიზმაში, თავისი ალეგორიული ფორმით წინასწარ ხედავს კიდევაც მათ. „მოგონება მარტო მეხსიერების უნარი კი არ არის, მოგონება ამ ქვეყნად განსაკუთრებულად ყოფნის სილამაზეა, როცა დრო გაურბის თავის წარმომავლობას და ერწყმის რაღაც მარადიულს და ნაადრევს.“ „არ ვიცი, იქნებ არც იყო ყველაფერი ისე, როგორც მახსენდება. მე ხომ ამბავს გულს შერჩენილი სიხარულისგან ვძერწავ. ხელის ოდნავ შერხევა და მოგონების ნამსხვრევები ფერადი კენჭებივით ეთამაშებიან ერთმანეთს, ხსოვნის შორეულ ფსკერზე ათასნაირ ფორმებს და სახეებს ქმნიან.“ „წარსულს მხოლოდ აწმყოს გადასახედიდან ენიჭება განსაკუთრებული ხიბლი. ხიბლი, რომელიც ზეციურ არსთა სამყოფელიდან მოდის და ნოსტალგია, ერთხელ ჩავლილი ბავშვობის მიმართ, კაცობრიობის უდიდეს სევდას — სამოთხის ბაღში ვერ დაბრუნების სინანულს ერწყმის.“.. წიგნისათვის ავტორს 2020 წელს გადაეცა ლიტერატურული პრემია „საბა“ (ნომინაციაში „საუკეთესო პროზაული კრებული“)
  • წინათქმა
  • მოთხრობები, პაროდიები
    • მდგმურები
    • სასახლე
    • უსახელო ნაცნობი
    • რა მოხდა ეგვიპტეში
    • თამაში
    • შეხვედრა
    • პოკერი საზღვრებს გარეშე
    • სასწრაფო დახმარება
    • ბნელი და ნათელი
    • ლოგიკის მასწავლებელი
    • ფერიცვალება
    • დოღი
  • არასამეცნიერო ფანტასტიკა
    • მოგზაურობა ალგეთის ხეობაში
    • კოშკი
    • მოგზაურობა მთვარეზე
  • ისტორიის არითმია
    • ტიციანი
    • ტყვია
    • საით მივდივართ?
    • ოდელია
  • ვარიაციები დიდგორის თემაზე
    • მესიის მახვილი
    • ჩემი ბილიკით, დიდგორებისკენ
  • მუსიკასავით მიმდინარე დრო
    • გასეირნება დროთა სივრცეში
    • მოხეტიალე მუსიკოსი
    • საკოჭავი ანუ სადგური ლონდონის გარეუბანში
    • როკ-ენ-როლი თბილისში
    • მწვანე ოდისეა
    • „სკუპ და სკუპ“
    • პიკის საათი
    • მკვდარი სოფელი
    • ბაგრატის ნანგრევებთან
    • ყველაფერი იყო
    • ბაღი
    • არაფერი
    • გზა
  • გახსენება
    • ქარი
    • რაღაც დააკლდა ვერის ბაღს
    • დათიკო
    • სათამაშოების სიმღერები