წიგნში შესულია გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან დღემდე დაწერილი დღიურები, შთაბეჭდილებები, გამოხმაურებები და ლიტერატურული პორტრეტები.
„საქართველომ ეროვნული მოძრაობის თავდაპირველ ეტაპზე შეუნიღბავად, გულგახსნილად, უმამაძაღლოდ გაუმხილა სამყაროს ღვთით ბოძებული ყველაზე დიდი საჩუქრისადმი – თავისუფლებისადმი უსაზღვრო ლტოლვა. ასეთი ერთიანი, შეკრული, ბედნიერი იშვიათად ყოფილა ჩვენი სამშობლო. ეს იყო ასაფრენად გამზადებული იდეის ზეიმი, ასახტომად გამზადებული პირველი ნაბიჯი ოცნებისა, რომელიც ოცნებადვე დარჩა, რადგან აფრენისთანავე ათასი ჯურის, ათასნაირი ვნებით შეპყრობილმა შინაურმა თუ გარეშე მტერმა სამიზნეზე დაისვა და გასწირა. იმ დღეების თბილისი ჩამოგდებული ხოხობივით ჩაეშვა ცოდვის მდუღარე ჭაობში. იმ წლების საქართველოს ჩაძირული დღესასწაულივით შეინახავს დღესდღეობით ყველაზე დიდი „კონტრაბანდა“ – ხსოვნა.“