კალათა

დეტალურად

ომისდროინდელი სიცრუეები

ლუის ბეგლი

გამომცემლობა პალიტრა L

მთარგმნელი გია ბერაძე

რომანი

თარგმანი ინგლისურიდან

ბავშვების ნაამბობს, რომლებიც საშინელ დევნასა და სისასტიკეს გადაურჩნენ, უდიდესი ძალა აქვს. მათ სიტყვებში ეჭვის შეტანა შეუძლებელია – ფაქტები თავად მეტყველებენ ყველაფერზე. ასეთია პატარა მაცეკის ამბავიც ლუის ბეგლის შესანიშნავ რომანში „ომისდროინდელი სიცრუეები“. ნაცისტების მიერ ოკუპირებულ პოლონეთში მცხოვრები ებრაელი ბიჭის ნაძალადევი ღიმილის უკან ბევრი რამ იმალება – საკუთარი დაუმარცხებლობის რწმენით შეპყრობილი გერმანელი ოფიცრები, ვარშავის გეტოს დაბომბვის საშინელი სურათი, უკრაინელ სადამსჯელო რაზმელთა სისასტიკე... მაგრამ მაცეკი თავის ისტორიას მაშინ გვიყვება, როცა უკვე ზრდასრული მამაკაცია, რომელიც მრავალი წელი ცდილობდა ბავშვობის დავიწყებას, ახლა კი თვალს გაუსწორებს იმ სულიერ იარებს, არასდროს რომ არ მოუშუშდება. მისი თავშესაფარი და ნუგეში კლასიკური ლიტერატურაა – „ენეიდა“ და დანტეს „ღვთაებრივი კომედია“, მისი „ჯოჯოხეთი“. წაკითხულს მაცეკი მახვილგონივრულ, მაგრამ სარკასტულ ინტერპრეტაციას უძებნის – მისთვის დანტეს ვერგილიუსი „ტექნიკური კვალიფიკაციის მქონე ებრაელს ჰგავს, რაიხისთვის აუცილებლად საჭიროს“ და მაინც, ის გამუდმებით იტანჯება, რადგან „კაცს, რომელსაც სევდიანი თვალები აქვს, სჯერა, რომ რაღაც სამუდამოდ შეიცვალა მასში ისე, როგორც ნაცემ ძაღლში, და ღმერთები ამას ვერ განკურნავენ“.
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • ბოლოსიტყვა
  • სქოლიო