კალათა

დეტალურად

ჩვენი მოგონებები ხშირად ნამსხვრევებს ჰგავს ერთხელ თუ გაიფანტა, გაიბნა, მათი თავმოყრა, ხელახლა შეერთება ძალიან ძნელია. არადა, დგება დღე, როდესაც ხვდები, წარსულს თუ ვერ გაამთლიანებ, სამშვიდობო ზავს თუ არ დადებ მასთან, მომავალიც არ გექნება... მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელი ბიჭუნა იაკობ ბერი ნაცისტებს ჭურჭლის კარადაში გამოკრული შპალერის უკან ემალებოდა. სწორედ სამალავიდან დაინახა პატარა იაკობმა, როგორ გაუსწორდნენ მის ოჯახს, მერე კი ძალა მოიკრიბა და ტყეს შეაფარა თავი, სადაც ბერძენმა მეცნიერმა იპოვა და თავის სამშობლოში, კუნძულ ზაკინთოსზე წაიყვანა. დიდხანს ტანჯავდა იაკობ ბერს ღამეული კოშმარები, დიდხანს არ აძლევდა გონებაში ჩარჩენილი სურათები საკუთარი ცხოვრების ნორმალურ კალაპოტში მოქცევის საშუალებას. ენ მაიკლსის გასაოცარი სილამაზისა და სიბრძნის რომანი „ნამსხვრევები“ ღრმა ნააზრევია ადამიანის სულის სიმტკიცესა და სიყვარულზე, რომელსაც გატეხილი გულის განკურნება ხელეწიფება...
  • ნაწილი I
    • ჩაძირული ქალაქი
    • ქვის მზიდავები
    • ვერტიკალური დრო
    • სადგური
    • სინათლე
    • არავისი მიწა
    • თანამიმდევრული და მეყსეული
  • ნაწილი II
    • ჩაძირული ქალაქი
    • ვერტიკალური დრო
    • სინათლე
    • სადგური
    • მადლობა
  • სქოლიო