კალათა

დეტალურად

გამოგონილი არკჰემის გამოგონილი ბინადარი, რენდოლფ კარტერი, ჰოვარს ფილიპს ლავკრაფტის ერთ-ერთი ყველაზე რეალური პერსონაჟია. მას სრულყოფილი ბიოგრაფია, ჩამოყალიბებული ხასიათი და მისწრაფებები აქვს, თუმცა ნებისმიერ საწადლამდე მისასვლელად არამიწიერი ლანდშაფტებით, არქიტექტურითა და არსებებით სავსე სამყაროები და დროის საზღვრები უნდა გადაიაროს. წინამდებარე კრებული სწორედ რენდოლფ კარტერის ირგვლივ ერთიანდება და ლავკრაფტის „სიზმრის ციკლის“ სახელწოდებით ცნობილი სერიის ნაწილია, თუმცა ზოგ მოთხრობაში მის შესახებ მხოლოდ გაკვრითაა ნახსენები, ზოგან კი მკითხველს მისი ამოცნობა მოუწევს. „რენდოლფ კარტერის ჩვენება“ სწორედ ის კრებულია, რომელიც მსოფლიო ლიტერატურის უდიდესი მისტიკოსის შემოქმედების ყველაზე იდუმალ და აუხსნელ, ყველაზე ალუზიურ და თრობის ბურუსით მოცულ ნაწილს მოიცავს.
  • რენდოლფ კარტერის ჩვენება
  • აღუწერელი
  • იდუმალი კადათის სიზმრისმიერ ძიებაში
  • ვერცხლის გასაღები
  • ჩარლზ დექსტერ უორდის უცნაური საქმე
  • ვერცხლის გასაღების კარიბჭის გავლით
  • აეონთა მიღმა