კალათა

დეტალურად

„გამომცემლობა პალიტრა L“ ჟურნალ „ისტორიანთან“ ერთად გთავაზობთ ყველაზე ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიებს. ვინც ისტორია შექმნა და შეცვალა. ბუნებრივია, ისტორიულ ფაქტს, დოკუმენტურ მასალას ამ ნაშრომებში უდიდესი ადგილი უკავია, მაგრამ სულ სხვაა ამბავი, რომელიც ემოციის, პირობითობის, ურთიერთობების, ადამიანური სისუსტეების, წინააღმდეგობებისა და, უბრალოდ, ცხოვრების ფონზე ვითარდება. ამბობენ, რომ დიდი ადამიანები ქმნიან ეპოქას, თუმცა, პირიქითაც ხდება – ეპოქა, გარემო, კონკრეტული სოციალ-ეკონომიკური თუ პოლიტიკური ვითარება ქმნის პროვოკაციულ ფონს, რაც გამჭრიახი, გაბედული და ამბიციური ადამიანებისთვის გამოწვევად იქცევა. ამ მოვლენებს უმეტესწილად საკუთარი ავტორები ჰყავთ – პერსონები, ვინც ხელსაყრელ მომენტს ჩაეჭიდნენ და... რომელთაც შეცვალეს სამყარო! ეს არ არის მშრალი ისტორიულ-დოკუმენტური მასალა, ეს რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული მხატვრულად მოთხრობილი ამბებია, რომელიც ერთი ამოსუნთქვით კი იკითხება, მაგრამ დიდ საფიქრალს ტოვებს. ვინ არიან ისინი? გენიოსი, მეამბოხე, მაძიებელი, მეცნიერი, დიქტატორი, იმპერატორი ან თუნდაც ავანტიურისტი!.. ადამიანები, შეპყრობილნი დიდი იდეით, ან პირადი მოსაზრებით. ან თუნდაც ის, ვინც უბრალოდ გენიოსი იყო. დიდი ადამიანების ვნებები და სურვილები, სისუსტეები და მისწრაფებები, დიდ საქმეს შეჭიდებულთა პირადი ცხოვრება და იქვე მათი ადგილი და როლი კონკრეტულ ეპოქასა და დროში. ჩვენ დიდი ადამიანების შესახებ მოგითხრობთ.
  • პროლოგი
  • თავი I. როიალისტი წინაპრების რევოლუციონერი შთამომავალი
  • თავი II. „არა – დაბეგვრას, წარმომადგენლობის გარეშე!“
  • თავი III. ჯორჯ ვაშინგტონი – კონტინენტური არმიის მთავარსარდალი
  • თავი IV. ბოსტონიდან ნიუ-იორკამდე
  • თავი V. უდრეკი გენერალი
  • თავი VI. ზამთრის პატრიოტები
  • თავი VII. „გამარჯვება ან სიკვდილი“ – პრინსტონისა და ტრენტონის კამპანია
  • თავი VIII. „წინსვლა უკუსვლით“
  • თავი IX. რესპუბლიკური ჯენტლმენი
  • თავი X. „ყველა რევოლუცია მთავრდება ხმლით?..“
  • თავი XI. „ან ახლა, ან არასდროს!“ – იორკტაუნის კამპანია
  • თავი XII. Vive La France!.. Vive la Libert!..
  • თავი XIII. უფრო სრულყოფილი კავშირი – ჯორჯ ვაშინგტონი და ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის შექმნა
  • თავი XIV. ვაშინგტონი – ამერიკის პრეზიდენტის ინსტიტუტის არქიტექტორი
  • თავი XV. ექსპერიმენტი იწყება...
  • თავი XVI. ჰამილტონი ჯეფერსონის წინააღმდეგ
  • თავი XVII. ვაშინგტონი და რწმენა
  • თავი XVIII. სამოქალაქო რელიგია
  • თავი XIX. გარდაცვალება
  • ეპილოგი
  • გამოყენებული ლიტერატურა
  • სქოლიო