კალათა

დეტალურად

ფილიპ კ. დიკის რომანში, „პალმერ ელდრიჩის სამი სტიგმა“, სამყარო აღარაა ისეთი, როგორსაც ვიცნობთ. ადამიანები ძალიან მარტოსულები და უბედურები არიან, ერთადერთ ნუგეშად კი „პატარა პატის კომპლექტებიღა“ დარჩენიათ – იდეალური თოჯინები სრულყოფილი ნივთებითა და ცხოვრებით; საოცნებო სამყაროს მინიმოდელი, რომელიც კაცობრიობას ახალ რეალობასთან შეგუების საშუალებას არ აძლევს. სინამდვილისგან თავის დასაღწევად ნარკოტიკების გამოყენება ჩვეულებრივი ამბავია. და ამ დროს ჩნდება პალმერ ელდრიჩი – უცხო ძალა, რომელიც ადამიანებს ახალ გამოსავალს სთავაზობს. ვინ არის პალმერ ელდრიჩი? სიკეთე თუ ბოროტება, ღმერთი თუ ეშმაკი? იქნებ, სულაც, რაღაც სხვა ძალა, რომელიც იმდენად მარტოსული და მოწყენილია, რომ ადამიანთა კიდევ უფრო გაუბედურებით ირთობს თავს? რას მოუტანს კაცობრიობას სამყარო, რომლის შენებასაც იგი ცდილობს? „პალმერ ელდრიჩის სამი სტიგმა“ სავსეა ლიტერატურული და რელიგიური ალუზიებით, დიკისთვის დამახასიათებელი თამაშებითა და თავსატეხებით, უამრავი შესაძლო რეალობით, სიკეთესა და ბოროტებას შორის მყიფე საზღვრების აგებითა და ნგრევით... ამ რომანში არაფერია ცალსახა და ნათელი. ფილიპ კ. დიკი ამჯერადაც გვეპატიჟება საშიშ, პროვოკაციულ თავგადასავალში, რომლიდანაც ვერავინ დაბრუნდება იმად, რაც თავიდან იყო.
  • პირველი
  • მეორე
  • მესამე
  • მეოთხე
  • მეხუთე
  • მეექვსე
  • მეშვიდე
  • მერვე
  • მეცხრე
  • მეათე
  • მეთერთმეტე
  • მეთორმეტე
  • მეცამეტე