კალათა

დეტალურად

გაინტერესებთ, როგორია პოეზია სიგიჟის, ახალი განზომილების, გნებავთ – დიდი არყოფნის ზღვარზე? – ნანა გასვიანის პოეტური კრებული „რაც მზის წინ იყო“ ამ ზღვრული მდგომარეობის ნაყოფია. უფრო სწორად, ეს მდგომარეობაა, რომელშიც მკითხველსაც ბუნებრივად და ძალდაუტანებლად ითრევს უცხო და უსახელო სივრცეების განსაცდელად. დიალექტის მომაჯადოებელი გრადაცია, ცეცხლის შხეფებივით „მდუღარე“ სიტყვები და უმაღლეს ტემპერატურამდე აწეული სევდის და სიხარულის გრადუსი – ეს ნანა გასვიანის თვითმყოფადი პოეტური სამყაროა, რომელიც სხვაში არაფერში აგერევათ. ღრმა სულიერი პარადიგმა, რელიგიური ექსტაზი ამ ლექსებს მისტიკურ ტექსტებად აქცევს, რომელთა მსგავსთაც, ოდესღაც, ქურუმები თუ კითხულობდნენ, მსხვეპლშეწირვის რიტუალის აღსრულებისას. კრებულსაც ეს საბედისწერო ნიშანი აქვს – მსხვერპლშეწირვის აქტი ყოველ წამს, მკითხველის თვალწინ ხორციელდება – მსხვერპლი პოეტია. მისი არსებ(ობ)ა სამყაროს გულში ნუგეშის ვარსკვლავებად სკდება და იფრქვევა. (ნინო სადღობელაშვილის ბოლოსიტყვაობიდან)
  • დაბადება
  • კვირტისპირული
  • ნათლისჟამიერი
  • (შე)საქმე
  • განდობისთვე
  • ჩემგან, ჩემით
  • რაბი
  • იუბილე
  • ჩემო პატრიარქო
  • გზაზე გობელენი
  • ნათლობა
  • მუზეუმი
  • რაც მზის წინ იყო
  • ეს გაზაფხული
  • პაციენტი
  • მაღალი ნოტი
  • ძახილი
  • იმწუთიერი
  • მაესტრო სატანა – ქვეყნიერების პირველი დირიჟორი
  • მელანქოლიური მონოლოგი მარტის თვეში
  • სოფლის ეტიუდი
  • ბაირა ფშანზე
  • * * * (გადავუარეთ მარტოობის სეფე-ქალაქებს…)
  • წერილი მეგობარს
  • სილუეტი
  • ძველი სახლის ბინადარი ნამზითვი კომოდის ტექსტი
  • ჯანყი
  • ის
  • რეპორტაჟი ტაძრიდან
  • სუსტი თოკი
  • თეატრში
  • გააკეთე
  • სონეტი ნოემბერს
  • სონეტი მამას
  • სა(რ)დაფის სონეტი
  • სონეტი ვერონიკას
  • სონეტი „ვეფხისტყაოსნის“ ებრაულ ენაზე მთარგმნელს, ბორის გაპონოვს
  • სონეტი იუდეას მეხუთე პროკურატორზე, მხედარ პილატე პონტოელზე
  • სონეტი არაბულას – ჩემს ცხენს
  • სონეტი ფარნას
  • სონეტი ბაგრატის ტაძარს
  • ტრიოლეტი ბაგრატის ტაძარს
  • ტრიოლეტი ლიუციფერს
  • * * * (ტრიოლეტივით დამკარგვია შენი სახელი…)
  • არაბულას – ჩემს ცხენს
  • მოწამეთა – 96
  • რეკვიემი
  • ყვავილების გამყიდველი
  • დუელი
  • ვინ
  • * * * (მე არ ვარ ისმაილი…)
  • ეი შენ
  • * * * (მთვარის ორგიულ ფრთონას…)
  • ნაადრევი თოვლი დეხვირში
  • სახლი
  • მდევარი
  • ცირა ყურაშვილს
  • ურმული
  • იდილია
  • ცისა და მიწისა
  • * * * (მესიზმრა წუხელ…)
  • * * * (იმ დღეს დუმილით ამაოდ დავშვრი…)
  • * * * (ქალაქში ისევ დადიან მძიმედ…)
  • თითქოს
  • რეკვიემი
  • * * * (გელოდები…)
  • ლურჯი ბარათი
  • * * * (ჩამოშვაღამდა. მაჟორულმა მომკლა მთქნარებამ…)
  • ჟანგიანი ანჯამები
  • წაცდენა
  • * * * (ამოჰყოლოდა ქალაქის ჭორი…)
  • ხაზები ისევ კვეთავდნენ ხაზებს
  • დაბრუნება
  • ეკატერინე გატალსკაიას
  • ფაიფურის ქალი
  • ბალადა უფლისწულზე
  • 1988 წელი 10 დეკემბერი
  • საუკუნის მიმწუხრის ლექსი
  • * * * (ძლივს გაგიხსენე და დაბურული…)
  • ქალაქელი მონადირის სიმღერა
  • * * * (ითქვა ანაზდად... და სანაპიროც…)
  • * * * (ქარი თავს კარებს ახლის…)
  • * * * (ის იწვა მზეზე თეთრი და ფრთხილი…)
  • სიზმარი
  • მესამე
  • * * * (დანარჩენი სტრიქონების ამოკითხვა შეუძლებელი აღმოჩნდა…)
  • პითია. დელფოს სამისნოს გახსენება
  • ზღაპარი თოვლზე
  • რეკვიემი
  • სასაკლაოზე