კალათა

დეტალურად

მალტელ რაინდთა ორდენის მიერ ესპანეთის იმპერატორისათვის ნაჩუქარი უძვირფასესი განძი – ბრილიანტებით მოოჭვილი „შავი შევარდენი“ – უამრავ პატრონს გამოიცვლის, მე-20 საუკუნის ამერიკაში აღმოჩნდება და თავის გზაზე სისხლიან ნაკვალევს დატოვებს. ბოლომდე არავის სჯერა მისი არსებობის, მაგრამ ადამიანები მაინც დაუნდობლად ხოცავენ ერთმანეთს ამ ზღაპრული ნივთის ხელში ჩასაგდებად... დეშილ ჰემეთი – დეტექტიური ჟანრის ერთ-ერთი საუკეთესო მწერალი – 1894 წელს ამერიკაში, მერილენდის შტატში დაიბადა. სკოლა 13 წლის ასაკში მიატოვა და ბევრი სამსახური გამოიცვალა, სანამ მუშაობა ალან პინკერტონის დეტექტიურ სააგენტოში არ დაიწყო. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე მოხალისედ წავიდა ფრონტზე, მაგრამ ჯერ ესპანური ციებით, ხოლო შემდეგ ტუბერკულოზით დაავადდა და სამხედრო ჰოსპიტალში მოხვდა. აქ მან მომავალი მეუღლე, მედდა ჯოზეფინ დოლანი გაიცნო. სწორედ მას მიუძღვნა მწერალმა „მალტის შევარდენი“, რომლის მიხედვითაც 1941 წელს ფილმიც გადაიღეს. თავისი ხუთივე დეტექტიური რომანი ჰემეთმა გასული საუკუნის 20-იანი წლების ბოლოსა და 30-იანი წლების დასაწყისში, სან-ფრანცისკოში დაწერა. სწორედ ამიტომ, მის რომანებში მოქმედება, უმთავრესად, ამ ქალაქში ვითარდება. დეშილ ჰემეთი 1961 წელს ნიუ-იორკის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ომის ვეტერანი მწერალი არლინგტონის სასაფლაოზეა დაკრძალული.
  • თავი 1. სპეიდი და არჩერი
  • თავი 2. სიკვდილი ნისლში
  • თავი 3. სამი ქალბატონი
  • თავი 4. შავი ფრინველი
  • თავი 5. ლევანტინელი
  • თავი 6. ტანდაბალი აჩრდილი
  • თავი 7.ჰაერში გამოსახული G
  • თავი 8. სრული სისულელე
  • თავი 9. ბრიჯიდი
  • თავი 10. „ბელვედერის“ დივანი
  • თავი 11. მსუქანი კაცი
  • თავი 12. კარუსელი
  • თავი 13. იმპერატორის საჩუქარი
  • თავი 14. „ლა პალომა“
  • თავი 15. ყველა შეშლილი
  • თავი 16. მესამე მკვლელობა
  • თავი 17. შაბათი საღამო
  • თავი 18. განტევების ვაცი
  • თავი 19. რუსის ნახელავი
  • თავი 20. თუ ჩამოგახრჩობენ