კალათა

დეტალურად

მიუხედავად მამაკაცური სახელისა, რომელიც, სხვათა შორის, ფსევდონიმია, ფრედ ვარგასი სინამდვილეში ქალბატონია, თანაც საკმაოდ მომხიბვლელი ქალბატონი. ფრედ ვარგასი თანამედროვე ფრანგული ბელეტრისტიკის ბრწყინვალე ვარსკვლავად მიიჩნევა, რომლის ნაწარმოებები არაერთხელ დასახელებულა წლის საუკეთესო რომანად, თვით ავტორი კი მრავალგზის დაუჯილდოებიათ სხვადასხვა მნიშვნელოვანი პრემიით, სამშობლოში თუ მის ფარგლებს გარეთ. ფრედერიკა აუდიონ-როზეუ, მომავალში ფრედ ვარგასი, 1957 წელს დაიბადა პარიზში. განათლებით ისტორიკოსია, არქეოლოგი, შუა საუკუნეების სპეციალისტი. თუმცა მოგვიანებით მწერლობა დაიწყო და სწორედ ამან მოუტანა დიდი პოპულარობა. ძირითადი პროფესია ძალიან დაეხმარა მწერლურ მოღვაწეობაში – მისი ნაწარმოებების გმირები ხშირად არიან ისტორიკოსები, ისტორიული სიუჟეტებიც ხშირად გასდევს ფონად მის დეტექტიურ რომანებს. ფრედ ვარგასმა საოცარი სამყარო შექმნა თავის დეტექტივებში, რომელსაც შესანიშნავი ენა და ფრანგული იუმორი ალამაზებს.
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • 31
  • 32
  • 33
  • 34