კალათა

დეტალურად

ჯადსონ პენტიკოსტ ფილიპსი (1903-1989) ამერიკული „მაგარი დეტექტივის“ წარმომადგენელია. მამამის, არტურ ფილიპსი, ოპერის მომღერალი იყო. დედამისი, ფრედერიკა, მსახიობი. ბიძა, ჰიუ პენტიკოსტი, XX საუკუნის დასაწყისში ნიუ-იორკში წარმატებული ადვოკატი გახლდათ. სწორედ გამოჩენილი ბიძის სახელი არჩია მწერალმა ფსევდონიმად თავისი სამწერლო კარიერის დასაწყისში. თავისი ნამდვილი გვარი 1969 წელს დაწერილ დეტექტივების სერიაში გამოიყენა, რომლის მთავარი გმირი მოყვარული-დეტექტივი, ჟურნალისტი პიტერ სტაილზია. დეტექტივების ოსტატი ამერიკის დეტექტიური მწერლების ასოციაციის პრეზიდენტი იყო. 1973 წელს, მისი პირველი ნაწარმოების დაბეჭდვიდან 50 წლის იუბილეზე, ასოციაციის უმაღლესი პრემიით დაჯილდოვდა. 1982 წელს მისი შემოქმედება ნერო ვულფის პრემიით დაჯილდოვდა. ფილიპსის დეტექტივების მთავარი გმირები იშვიათად არიან პროფესიონალი მაძებრები. საშინლად ჩახლართული საქმეების ძიებას მის შემოქმედებაში კეთილშობილი და უშიშარი ადამიანები ეწევიან: ჟურნალისტები, მხატვრები, სარეკლამო აგენტები. ჯადსონ ფილიპსი თხრობის შესანიშნავი მანერით გამოირჩევა. მისი გმირები მხიარული, ენერგიული ადამიანები არიან, რომლებიც თითქოს ჩვენ შორის ცხოვრობენ. ალბათ სწორედ ამით აიხსნება მთელ მსოფლიოში მკითხველთა უზომოდ დიდი ინტერესო ფილიპსის დეტექტივების მიმართ, რომელიც მწერლის სიკვდილის შემდეგაც არ განელებულა.
  • სახლი მთაზე
  • ჭორების ქალაქი