კალათა

დეტალურად

ამერიკელი მწერალი, დეტექტიური ჟანრის ოსტატი როს მაკდონალდი, რომლის ნამდვილი სახელია კენეტ მილარი, 1915 წლის 13 დეკემბერს კალიფორნიის შტატ ქალაქ ლოს-გატოსში დაიბადა. მომავალმა მწერალმა ბავშვობა და სიყმაწვილე კანადაში გაატარა. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა უნივერსიტეტში გააგრძელა. მოგვიანებით მილარების ოჯახი საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა. როსმა უმაღლესი ჰუმანიტარული განათლება შტატებში დაასრულა. გახდა ფილოლოგიის დოქტორი, ასწავლიდა ინგლისურ ენასა და ლიტერატურას. შემდეგ სამი წელი ამერიკის საზღვაო ფლოტში მსახურობდა. სწორედ იმ პერიოდში დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა. 1949 წელს ლიტერატურულ სამყაროში ორი ახალი პიროვნება გამოჩნდა – დეტექტივების ავტორი როს მაკდონალდი, ამ გვარით დაიწყო წერა კენეტ მილარმა და კერძო მაძებარი ლუ არჩერი, მწერლის შემდგომი დეტექტივების გმირი. უნიკალური მოვლენა გახდა ის, რომ მაკდონალდის ბესტსელერები ამერიკის კოლეჯების სასწავლო პროგრამაში შეიტანეს. ამერიკელი კრიტიკოსები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ მაკდონალდის რომანებმა დეტექტიური მწერლობის განვითარებაში ფუნდამენტური ცვლილებები შეიტანა. მაკდონალდი ცნობილია, როგორც „მაგარი დეტექტივის“ ავტორი, მის ნაწარმოებებში განხილულია როგორც ადამიანის სოციალური და გონებრივი შესაძლებლობები, ასევე მოცემულია დანაშაულისა და კრიმინალების ფსიქოლოგიური ანალიზი. როს მაკდონალდი 1983 წლის 11 ივლისს კალიფორნიის შტატის ქალაქ სანტა-ბარბარაში გარდაიცვალა.
  • თავი პირველი
  • თავი მეორე
  • თავი მესამე
  • თავი მეოთხე
  • თავი მეხუთე
  • თავი მეექვსე
  • თავი მეშვიდე
  • თავი მერვე
  • თავი მეცხრე
  • თავი მეათე
  • თავი მეთერთმეტე
  • თავი მეთორმეტე
  • თავი მეცამეტე
  • თავი მეთოთხმეტე
  • თავი მეთხუთმეტე
  • თავი მეთექვსმეტე
  • თავი მეჩვიდმეტე
  • თავი მეთვრამეტე
  • თავი მეცხრამეტე
  • თავი მეოცე
  • თავი ოცდამეერთე
  • თავი ოცდამეორე
  • თავი ოცდამესამე
  • თავი ოცდამეოთხე
  • თავი ოცდამეხუთე
  • თავი ოცდამეექვსე
  • თავი ოცდამეშვიდე