კალათა

დეტალურად

დეშილ ჰემეთი (1894-1961), ამერიკელი მწერალი და კრიტიკოსი, კლასიკად ქცეული დეტექტიური რომანებისა და მოთხრობების ავტორია. ის „მაგარი დეტექტივების“ ჟანრის ერთ-ერთ დამაარსებლად მიიჩნევა. ჰემეთი 1915-დან 1921 წლამდე კერძო გამომძიებლად მუშაობდა. პირველი მსოფლიო ომის დროს მოხალისედ წავიდა, მაგრამ ტუბერკულოზით დაავადდა და ომის დარჩენილი პერიოდი ჰოსპიტალში გაატარა. თავისი პირველი რომანი 1929 წელს გამოაქვეყნა. მეხუთე და უკანასკნელი რომანი კი 1934 წელს, როს შემდეგაც მხოლოდ საზოგადოებრივ ცხოვრებას უთმობდა დროს. ლიბერალური და ანტიფაშისტური სიმპათიების გამო ჰემეთი 1937 წელს აშშ-ის კომუნისტურ პარტიაში გაწევრიანდა, 1951 წელს ანტიამერიკული პროპაგანდისა და კომუნისტური პარტიის მიმართ აქტიურად გამოხატული სიმპათიების გამო ექვსი თვით ციხეში ჩასვეს. მწერალი 1961 წელს გარდაიცვალა ფილტვების სიმსივნით. დეშილ ჰემეთის რომანები ძირითადად კერძო გამომძიებლად მუშაობის პერიოდს ასახავს. რომანს „მინის გასაღები“ ავტორი თავის საუკეთესო ნაწარმოებად მიიჩნევდა.
  • მინის გასაღები
    • თავი პირველი – გვამი ჩინეთის ქუჩაზე
    • თავი მეორე – ფოკუსი შლაპით
    • თავი მესამე – დინამიტი
    • თავი მეოთხე – ძაღლების ბუნაგი
    • თავი მეხუთე – საავადმყოფო
    • თავი მეექვსე – „ობსერვერის“ დასასრული
    • თავი მეშვიდე – ხროვა
    • თავი მერვე – იუდას ამბორი
    • თავი მეცხრე – არამზადები
    • თავი მეათე – გატეხილი გასაღები
  • უაზრო საქმე