კალათა

დეტალურად

„მეგობარო, ეს არ არის წიგნი: ხელი ახლე და კაცს შეეხები“ – უოლტ უიტმანის ამ სიტყვებით იწყება ქართველი ლიტერატურათმცოდნის, კრიტიკოსისა, და მთარგმნელის ავტობიოგრაფიული წიგნი „ჩემი წუთისოფელი“. წიგნის წერა ავტორმა სიცოცხლის ბოლო წლებში დაიწყო და, სამწუხაროდ, მისი დასრულება არ დასცალდა. ამ გამოცემით პირველად იხილავს შუქს წიგნის მეორე ნაწილი, რომელიც იბეჭდებოდა გაზეთ „ქომაგში“ და აქამდე წიგნად არ გამოცემულა. ასევე, წიგნს თან ახლავს სხვადასხვა მუზეუმიდან მოძიებული უნიკალური ფოტომასალაც. მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოები დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობითაა აგებული, ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ იგი წარმოსახვას ან შემოქმედებით აღმაფრენასაა მოკლებული. ეს არის ავტორის პირადი მითოსი, რომელშიც თავს იჩენს ობიექტური, თავისთავადი სინამდვილისა და ამ სინამდვილესთან ჩვენი სუბიექტური დამოკიდებულების პრობლემა.
  • „ჩემი წუთისოფელი“ და ახალი ცხოვრება ვახუშტი კოტეტიშვილისა
  • წიგნი პირველი
    • წინათქმა
    • წარმომავლობა
    • კოტეტიშვილები
    • ბიძინაშვილები
    • დილევსკები
    • ქართველიშვილები
    • მღვდლიანთ ოჯახი
    • კოტეტიანთ თუმნიანის ამბავი
    • შინ დაბრუნება
    • კოტეტიანთ სიჯიუტე
    • ფოფოდიას შვილობილი
    • გაუგზავნელი წერილი
    • ქორწინება
    • ოჯახი
    • შვილიანობა
    • რძალდედამთილიანი
    • ვახტანგ კოტეტიშვილი
    • „ზამთარი ვარდსა დააზრობს“
    • მოგონებები ვახტანგ კოტეტიშვილზე
    • მადლი თუ სახელი?!
    • ვახტანგი, იეზიდები, ახალი წელი და სხვა...
    • დიმიტრის სტუმრები
    • კავთხისხეველი მეურმეების სადღეგრძელო
    • „მამალი ბიჩოკი“
    • „ლექსები ტანზე გამონაყარი“
    • დამხობილი ზარები
    • „წითელი ინკვიზიცია“
    • „ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“
    • „დიადი ეპოქა“
    • ავდრის წინ
    • „ოქროსქოჩრიანი ბიჭი“
    • უდღეური დედაშვილობა
    • იძულებითი წიაღსვლა
    • ცალუღელა ხარი
    • „წითელკოჭობანა“
    • „ბართლომეს ღამე“
    • ჩემი პირველი მოგონებები
    • ცარიელი ოთახები
    • გაციმბირება?
    • ნიკოლოზ შენგელიას ნაამბობი
    • „ბაბილონის გოდორი“
    • ძია ლადო
    • ლეილას გამოცდები
    • პატარა ადამი და დიდი ევა
    • თემი და პიროვნება
    • ომი
    • საბურთალოს ბაზარი
    • ცოტნეს ოინები
    • ტირილის ხე
    • ბოლოთქმა
    • ჩემი წუთისოფელი
  • წიგნი მეორე
    • სკოლაში
    • ფრიადოსნობა
    • უეცარი თავზარი
    • უსტუმრო ოჯახი
    • ლეილას სამსახური
    • მოპარული თავისუფლება
    • მოპარული ფული
    • ომის დამთავრება
    • „უსუნტორგი“
    • ჩემი აკადემია
    • მამიდა
    • ძია გიგო
    • ჩემი მეორე ოჯახი
    • ფოფოდიას აღსასრული
    • რადიო – თავისუფლება
    • „ახალგაზრდა გვარდია“