კალათა

დეტალურად

„მეწამული პლანეტა მარსი“ ლექსო ქურხულის მოთხრობების პირველი კრებულია. იუმორი მთავარი განწყობა და ხასიათია, რაც კრებულში შესულ მოთხრობებს აერთიანებს. უფრო მეტიც, ის სხვადასხვა ტიპის სამყაროებსაც აერთიანებს – რეალურს და ფანტასტიკურს, წარსულს და თანამედროვეს, ცხადს და სიზმრისეულს. ყველაფერს სინაღდის ნიშანი აქვს – გაუზვიადებელი, გემოვნებიანი და ნამდვილი – ასეთია ლექსო ქურხულის პროზა. ამ ოსტატობის მთავარი საიდუმლო კი ალბათ ის მოხელთებული ზღვარია, სადაც სიცილი მოულოდნელად სევდაში გადაინაცვლებს. ასეთი სევდის ამოსახსნელად მკითხველს, კრებულთან ერთად, უკვე საკუთარი ცხოვრების გამოცდილებაც სჭირდება...
  • მეწამული პლანეტა მარსი
  • გოგია შორეულ აღმოსავლეთში
  • უკანასკნელი მამლუქი
  • გამცილებელი
  • ისაკაგას უკვდავება
  • რას გვიამბობენ ქალაქის კედლები
  • წმინდა ვალენტინის დღე