კალათა

დეტალურად

მოთხრობების კრებული „ლაბირინთი მანუელისთვის“ – „ქრონიკული დაღლილობის სურნელისა“ და „გადამალვის“ ავტორისგან. მუდმივი ჩაგვრა სასოწარკვეთილებაში აგდებს, დანაშაულისკენ უბიძგებს ადამიანს, დანაშაულს კი სასჯელი მოსდევს, თუ მართლმსაჯულებისგან არა, უფრო დიდი მსაჯულისგან – საკუთარი სინდისისგან მაინც... შიში საბრალოს ხდის მავანს, აბეჩავებს და გაქცევას აიძულებს... თუმცა ამ დროს შეიძლება, თავი გამოუვალ ლაბირინთში ამოყოს და, პიროვნული გაორებით დატანჯულმა, ვეღარც სექსუალურ ცხოვრებაში იპოვოს შვება, მეტიც – შესაძლებელია კანიბალიზმის გზასაც კი დაადგეს... ან ისეც შეიძლება მოხდეს, რომ, შურისძიებით შეპყრობილმა და დანაშაულის გზაზე დამდგარმა, ირეალურ სამყაროში მიაგნოს ნანატრ სიმშვიდესა და ნეტარებას... მართლაც, ჭეშმარიტება ხომ შურისძიებითა და სასჯელით არ მიიღწევა.
  • სასჯელი
  • გაქცევის მცდელობა
  • ლაბირინთი მანუელისთვის
  • სექსუალური ცხოვრების სირთულენი
  • გამოუვალობის ინსტალაცია
  • წმინდანის მახე