კალათა

დეტალურად

არტილერიის კაპიტანი ედგარი და მისი მეუღლე ყოფილი მსახიობი ალისა მრავალი წელია ერთად ცხოვრობენ ჩიხში შესულ ქორწინებაში. ტანჯავენ, ებრძვიან ერთმანეთს და ეს მათი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ერთმანეთისთვის ციხისმცველებად ქცეულან, არქიპელაგის კუნძულზე გამომწყვდეულნი და იზოლირებულნი. თუმცა, მათი ნათესავი კურტი ჩამოდის ამერიკიდან სტუმრად, ჩიხი ირღვევა და ოცდახუთწლიანი ქორწინების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სიგიჟე, სიმწარე და სიყვარულით სავსე სიძულვილი გადმოდის სააშკარაოზე... ყველა დროის უდიდესმა შვედმა მწერალმა ავგუსტ სტრინდბერგმა „სიკვდილის ცეკვა“ 1900 წელს დაწერა. მაგრამ მის მიერ შექმნილ, უცნაური ქორწინების შავი იუმორით გაჯერებულ სასტიკ სურათს დღემდე არ დაუკარგავს აქტუალურობა.
  • პირველი ნაწილი
  • მეორე ნაწილი