კალათა

დეტალურად

„სათაური მართლაც მრავლისმომცველია და წიგნის აღნაგობისა და მიზანდასახულების ყველაზე უკეთ გამომხატველი: „მაშრიყით მაღრიბამდე“ – რითაც თამაზ ნატროშვილი დაამშვენებდა თავის მრავალფეროვან სამეცნიერო-მწერლურ მოღვაწეობასაც და ქართული ლიტერატურის მდინარებასაც, აწ უკვე კლასიკურ მემკვიდრეობადაც რომ შერაცხილა და ისევე თანამდევი იქნება ჩვენი სახელმწიფოებრიობის მომავლისა, როგორც ის ისტორიული პერსონაჟები, ხელმეორე სიცოცხლე რომ უპოვნიათ ამ მართლაც ხელიხელსაგოგმანებელი წიგნის ფურცლებზე, ყველა თაობის მკითხველი მისთვის სარგოსა და სასარგებლოს რომ ამოიტანს იქიდან, ყმაწვილები კი მასზეც ისევე გაიზრდებიან, როგორც სხვა ძვირფას მონაპოვარზე ქართული მწერლობისა. პირწმინდად მეცნიერული კვლევის დასრულების შემდგომ იწყებოდა ფიქრი მოპოვებული მასალებისათვის – სხვადასხვა მატიანიდან, მოგზაურთა მემუარებიდან თუ მისიონერთა ანგარიშებიდან ამოკრებილთათვის – შესაფერისი კომპოზიციური აღნაგობის შესაქმნელად, დეტექტიურ მანერასაც რომ მოხდენილად და ეფექტურად შემოიშველებდა. შესაფერისი რიტმისა და ინტონაციის მიგნება ხომ მის ხელთ იქნებოდა და ჭეშმარიტი მთხრობელის ხელოვნებით აამეტყველებდა გაქვავებულ დეტალებსა და სურათებს, სულს ჩაუდგამდა ისტორიულ პირთ, მოულოდნელი რაკურსითაც დაგვანახებდა ჩვენთვის საყვარელ გმირებს და ... უცნობ – არადა დიდ საქმეთა აღმსრულებელ – ადამიანთაც შემოიყვანდა ჩვენი საზოგადოების ცნობიერებაში. და ამ ყოველივეს მოიმოქმედებდა ჭეშმარიტების ძიებისა და აღდგენის წყურვილით, ოდნავადაც რომ არ მისცემოდა თავს ისტორიული სიმართლიდან რაიმე გადახვევის უფლებას და გარდასულ ჟამსაც და ისტორიულ გალერეასაც წარმოსახავდა ისე, როგორც სინამდვილეში გახლდათ, ძველი რომაელები რასაც ითხოვდნენ მემატიანეთაგან: მრისხანებისა და მიკერძოების გარეშეო... და რადგანაც საქართველო იმთავითვე ჩართული გახლდათ საერთაშორისო მოვლენებში – აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე – თამაზ ნატროშვილის წიგნის ფურცელზე ძალდაუტანებლად და უხვად უნდა წარმოსახულიყო სხვა ქვეყნებიც და იქაური პერსონაჟებიც, და ეს ყოველივე ერთიანი თვალთახედვით გააზრებულიყო, უფრო კანთიელად რომ შეგვახედებდა ჩვენი ქვეყნის ბედისწერას...“, – როსტომ ჩხეიძე.
  • ხელიხელსაგოგმანები „მაშრიყით მაღრიბამდე“
  • წინათქმა
  • მე ვარ მულიდი
  • მოვიდა იდუმალ ქართლსა შინა
  • ორი თქმულება
  • ლტოლვილნი ბიზანტიიდან
  • ლომი ბრჭალთაგან
  • უტყუარი მოწმენი
  • ეპისტოლე ფრანგი რაინდისა
  • მათ ეწოდებათ გეორგიანები
  • რინდები
  • მე ვარ შენი ასასინი
  • მშვენივრად იცნობდნენ მულიდებს
  • არ ქაჯნია, კაცნიაო
  • დაიძრა დიდი სულტანი
  • შალვა ახალციხელი
  • ლეგენდები და ილუზიები
  • აბაღა-ყაენის ელჩები
  • უმანკო და მალემრწმენი
  • დემეტრე თბილელი, მოგზაური
  • ოთხი საქმე საკვირველი
  • დაგვიანებული დიაგნოზი
  • გაცხადდა ლექსი ნიზამისა
  • საქორწინო მისია
  • სიყვარული და ომი
  • მარიუჩა
  • კაზაკები
  • სახელად დავარქვი „რომიბერა“
  • მანდ რო ქალი დავიკარგე
  • მოგვითხრობს პორტუგალიელი ამბროზიო
  • სინანული და სინამდვილე
  • ნუ გათათრდები
  • ესე საქმე მოურავმა...
  • მარაბდა
  • ორი მოურავი
  • შირაზის ხანის ქებასა
  • სიკვდილიც ღალატიანი
  • არა ხმლითა მხოლოდ
  • იყო უნდილაძე დავით
  • არაკიცა და მართალიც
  • ერთი ლაშქრობის საიდუმლოება
  • ამბავი ხოსრო ბატონიშვილისა
  • წვიმა დაწვიმეს ღრუბელთა...
  • უკანასკნელი დამარცხება
  • პოეზიისა და მშვენიერების ნაზი ყვავილი
  • სათნოება და სევდა
  • ხოშკარუს ქარვასლა
  • წარიყვანეს სთოკოლმას
  • ლოცვიდენ შიმშილის მორჩენისათვის
  • ესე სულთანი უარშიობს
  • ქართული ლექსიკონი ყანდაარში
  • ის იქნება მეფე
  • ომში წასული ძმისაო...
  • ფიცი
  • ახლოვდება ქარიშხალი
  • გულნაბადი, 1722 წელი
  • პიეტრო დელა ვალეს წინასწარმეტყველება
  • ვინ იყო იოსებ ქართველი
  • ამორძალთა დარად
  • თქვენი ძველი მეგობარი ჯუზეპე
  • რას დახვალ გზასა შორესა