კალათა

დეტალურად

რას ეძებს, რას ესწრაფვის „აჩრდილების“ მთავარი პერსონაჟი, რომელსაც არცთუ შემთხვევით ჰქვია აბელი, სახელი, რომელიც მის ბიბლიურ წარმომავლობას მიანიშნებს და ღრმა მეტაფორული გააზრების აუცილებლობისკენ გვიბიძგებს. ეს კითხვა თან დაჰყვება მკითხველს იმ უჩვეულო, სულისშემძვრელ და შემაძრწუნებელ თავგადასავალში, რომელშიც წიგნის გმირთან ერთად ებმება. გმირის ძიების გზა, ზეცისა და თავისუფლების მონატრებით არის შთაგონებული და სავსეა კოშმარული, თავზარდამცემი სურათებით დაწყევლილი სოფლისა, რომლისგანაც ვერაფრით აღწევს თავს. ეს თავისუფლების ძიებაა, რომლის გამოც ადამიანებს სჯიან. „აჩრდილები“ არის შთამბეჭდავი და დაუვიწყარი ამბავი იმისა, სად მიიყვანს გმირს თავდაუზოგავი და შეუპოვარი სწრაფვა მოჯადოებული, ჩაკეტილი სოფლიდან თავისუფლებისაკენ?
  • მისტიკური გუგუნი
  • თავი პირველი. ღამეში დაკარგული
  • თავი მეორე. შეჩვევა
  • თავი მესამე. ქადაგებები
  • თავი მეოთხე. თვითმკვლელობა
  • თავი მეხუთე. ცნობიერების ლაბირინთები
  • თავი მეექვსე. გასეირნება
  • თავი მეშვიდე. თავისუფლება