პიანისტების ამბების რაოდენობა, სიმბოლურად, ფორტეპიანოს 88 კლავიშს გამოხატავს. ფორტეპიანოს ბგერებისა არ იყოს, თითოეული მათგანი შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხრობს. მათი ნაწილი გულიანად გაგვაცინებს, ნაწილი – დაგვასევდიანებს, უმეტესობა კი ადამიანის შესაძლებლობების უსაზღვრობით აღგვაფრთოვანებს. ეს ამბები დროითი და სივრცითი მრავალფეროვნებით გამოირჩევა: ისინი კლასიკური მუსიკის მშობელი ევროპიდან ჯაზურ ამერიკაში გადაგვისვრის და ხელოვნების ყოვლისმომცველ ძალას მსოფლიო პოლიტიკური ქარტეხილების ფონზე შეგვახსენებს. წიგნი მდიდარია იშვიათი ფოტომასალით. ამბავთა ნაწილს თან ერთვის QR კოდი, რომლის მეშვეობითაც მკითხველს შესაძლებლობა აქვს, მსოფლიოში აღიარებული პიანისტების შესრულებული კომპოზიციებით დატკბეს.
- თან საკითხავი
- წინასიტყვაობა
- 1. მარია-ტერეზასთან
- 2. ფორტეპიანოს ეფექტი
- 3. პარიზში
- 4. ტიტანების შეხვედრა
- 5. დაწყვეტილი სიმები
- 6. კეთილშობილი
- 7. სევდა
- 8. მენდელსონი გოეთესთან
- 9. ბრიტანეთში
- 10. თვითკრიტიკული
- 11. სისუსტე
- 12. მასწავლებელი
- 13. დასაწყისი
- 14. ჩერნის კატები
- 15. ლისტომანია
- 16. საფორტეპიანო დუელი
- 17. ლისტი სტამბულში
- 18. ნოტების გარეშე
- 19. სასიყვარულო სამკუთხედი
- 20. პირდაპირი
- 21. ძლევამოსილი
- 22. ვან მეორე
- 23. საუბარი
- 24. ასკეტი
- 25. პირველი საერთაშორისო კონკურსი
- 26. ლეშჩეტიცკის გაკვეთილები
- 27. მესამე კონცერტი
- 28. ქართული სკოლა
- 29. ვუნდერკინდი
- 30. ინსტრუმენტი
- 31. კომპოზიცია მარცხენა ხელისთვის
- 32. თაყვანისმცემლები
- 33. პრემიერი
- 34. საზრიანი
- 35. უცნაური ჩვევები
- 36. ახალი სავარჯიშო
- 37. როცა გერშვინი შეხვდა რაველს
- 38. დაძაბულობა
- 39. მოსაწყენი
- 40. მორწმუნე
- 41. უშიშარი
- 42. უსამართლობა
- 43. დედა
- 44. ნოქტიურნი დო დიეზ მინორი
- 45. საჰაერო იერიში
- 46. ანგელოზი
- 47. ანტინაცისტი
- 48. პოტსდამი
- 49. მოჩვენება
- 50. კონტროლი
- 51. კოლაბორაციონისტი
- 52. ტრანსპოზიცია
- 53. დებიუტი აშშ-ში
- 54. ნუგეში
- 55. სცენის შიში
- 56. მონკის ქუდები
- 57. 4′33″
- 58. ცივი ომი
- 59. ბანაკი
- 60. ფორტეპიანოს ჩარლი პარკერი
- 61. როცა კლასიკა შეხვდა ჯაზს
- 62. უცნაური გლენ გულდი
- 63. გლენი საკუთარ ძაღლზე
- 64. გულდი და მოცარტი
- 65. უცოდინარი
- 66. სიბნელე
- 67. ტრანსფორმაცია
- 68. ტერაქტი
- 69. ბილ ევანსის ტრაგიზმი
- 70. ქართველი ვუნდერკინდი
- 71. რეცეპტი
- 72. მანენბერგი
- 73. დასარტყამი ინსტრუმენტი
- 74. დისკრიმინაცია
- 75. მასწავლებელი
- 76. ძილში სწავლა
- 77. კიოლნის კონცერტი
- 78. გაქცევა
- 79. მასტერკლასი ფასდაკლებით
- 80. დაბრუნება
- 81. სპილოები
- 82. პეტრუჩიანი თბილისში
- 83. არაყი და სიგარა
- 84. არასწორი აკორდი
- 85. რონდო-ტოკატა
- 86. გახსენება
- 87. ბექა ჩიკ კორეაზე
- 88. დათბობა