კალათა

დეტალურად

ბობ მარლი – ლეგენდარული რეგეს მეფე! ამ წიგნის დაწერა გადამაწყვეტინა უბრალო შემთხვევამ, რომელსაც ერთ-ერთ წიგნის მაღაზიაში შევესწარი – ახალგაზრდას სურდა შეეძინა წიგნი ბობ მარლის შესახებ. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ასეთი ლიტერატურა ქართულ ენაზე არ არსებობს. ამიტომაც, არც ისე ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე ყველაფერი რაც ამ ლეგენდარული სუპერვარსკვლავის შესახებ ვიცოდი დამეწერა და ქართველი მკითხველისთვის გამეზიარებინა მთელი მსოფლიოსთვის ცნობილი მუსიკოსის და საზოგადო მოღვაწის ცხოვრება და შემოქმედება. რეგეს მეფის ცხოვრება სავსეა საინტერესო თავგადასავლებითა და ამბებით. ის გახლდათ მუსიკოსი, რომლის მოღვაწეობაც თავიდან ბოლომდე მშვიდობისათვის ბრძოლას მიეძღვნა. მისი გარდაცვალებიდან ოცდაათი წელი გავიდა და დღეს მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ მოიძებნება ადამიანი, რომლისთვისაც ბობ მარლის სახელი უცნობია.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • წინასიტყვაობა
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *