ევგენი ზამიატინის, საბჭოთა სინამდვილეში პირველი ანტიუტოპიური რომანის, „ჩვენ“ მოქმედება ჩვენი წელთაღრიცხვის 26-ე საუკუნეში ვითარდება. აქ მცხოვრებთ დაკარგული აქვთ ინდივიდუალურობა, ცხოვრობენ მინის სახლებში, არა აქვთ პირადი თავისუფლება და თვით ინტიმური ცხოვრებაც კი. მთავარი გმირი — Д-503, კოსმოსური ხომალდის — „ინტეგრალის“ ინჟინერი, მისთვისვე მოულოდნელად, ამოვარდება ამ სისტემიდან და თავისი ცხოვრების უმთავრესი არჩევანის წინაშე დგება. მიუხედავად წერის იმპრესიონისტული, თითქმის სიურრეალისტური მანერისა, ავტორი გამაოგნებელ რეალობას გვიხატავს. რომანის სრული ტექსტი პირველად 1952 წელს, ნიუ-იორკში გამოქვეყნდა, ხოლო რუსეთში 30 წლის შემდეგ, 1988 წელს, ჟურნალ „ზნამიაში“. ჯორჯ ორუელი წერდა: პირდაპირ აღმაშფოთებელია, რომ ასეთი დიდი მნიშვნელობისა და ბედის წიგნი არ მისულა მკითხველამდე.
- ჩანაწერი 1. კონსპექტი: განცხადება. ხაზთა შორის უბრძენესი. პოემა.
- ჩანაწერი მე-2. კონსპექტი: ბალეტი. კვადრატული ჰარმონია. იქსი.
- ჩანაწერი მე-3. კონსპექტი: პიჯაკი. კედელი. სჯულის ფიცარი.
- ჩანაწერი მე-4. კონსპექტი: ველური ბარომეტრით ხელში. ეპილეფსია. ნეტავ.
- ჩანაწერი მე-5. კონსპექტი: კვადრატი. სამყაროს მბრძანებელნი. სასიამოვნო-სასარგებლო ფუნქცია.
- ჩანაწერი მე-6. კონსპექტი: შემთხვევა. წყეული „ცხადი“. 24 საათი.
- ჩანაწერი მე-7. კონსპექტი: წამწამის ღერი. ტეილორი. ლენცოფა და შროშანა.
- ჩანაწერი მე-8. კონსპექტი: ირაციონალური ფესვი. R-13. სამკუთხედი.
- ჩანაწერი მე-9. კონსპექტი: ლიტურგია. იამბები და ქორეები. თუჯის ხელი.
- ჩანაწერი მე-10. კონსპექტი: წერილი. მემბრანა. თმით დაფარული მე.
- ჩანაწერი მე-11. კონსპექტი: ...არა, არ შემიძლია, იყოს ასე, უკონსპექტოდ.
- ჩანაწერი მე-12. კონსპექტი: უსასრულობის შეზღუდვა. ანგელოზი. ფიქრები პოეზიაზე.
- ჩანაწერი მე-13. კონსპექტი: ნისლი. შენ. ძალიან სულელური შემთხვევა.
- ჩანაწერი მე-14. კონსპექტი: „ჩემი“. არ შეიძლება. ცივი იატაკი.
- ჩანაწერი მე-15. კონსპექტი: ზარი. სარკის ზღვა. მარადიულ ცეცხლში დავიწვები.
- ჩანაწერი მე-16. კონსპექტი: ყვითელი. ორგანზომილებიანი ჩრდილი. უკურნებელი სული.
- ჩანაწერი მე-17. კონსპექტი: მინის მიღმა. მოვკვდი. დერეფნები.
- ჩანაწერი მე-18. კონსპექტი: ლოგიკური ხლართები. ჭრილობები და სალბუნი. მეტი აღარასოდეს.
- ჩანაწერი მე-19. კონსპექტი: მესამე რიგის უსასრულო მცირე. მზერა ქვევიდან. პარაპეტზე.
- ჩანაწერი მე-20. კონსპექტი: განმუხტვა. იდეის მასალა. ნულოვანი ფრიალო კლდე.
- ჩანაწერი 21-ე. კონსპექტი: ავტორის ვალდებულება. ყინული იბერება. ყველაზე ძნელი სიყვარული.
- ჩანაწერი 22-ე. კონსპექტი: გაქვავებული ტალღები. ყველაფერი იხვეწება. მე – მიკრობი.
- ჩანაწერი 23-ე. კონსპექტი: ყვავილები. კრისტალის დაშლა. ნეტავ.
- ჩანაწერი 24-ე. კონსპექტი: ფუნქციათა ზედა ზღვარი. პასექი. ყველაფრის წაშლა.
- ჩანაწერი 25-ე. კონსპექტი: ზეციდან გარდამოსვლა. ისტორიაში უდიდესი კატასტროფა. გასაგები დასრულდა.
- ჩანაწერი 26-ე. კონსპექტი: სამყარო არსებობს. გამონაყარი. 41°.
- ჩანაწერი 27-ე. კონსპექტი: არანაირი კონსპექტი – არ შეიძლება.
- ჩანაწერი 28-ე. კონსპექტი: ორივე. ენტროპია და ენერგია. სხეულის გაუმჭვირვალე ნაწილი.
- ჩანაწერი 29-ე. კონსპექტი: ძაფები სახეზე. ყლორტები. არაბუნებრივი კომპრესია.
- ჩანაწერი 30-ე. კონსპექტი: უკანასკნელი რიცხვი. გალილეის შეცდომა. ხომ არ ჯობია?
- ჩანაწერი 31-ე. კონსპექტი: დიადი ოპერაცია. ყველაფერი ვაპატიე. მატარებლების შეჯახება.
- ჩანაწერი 32-ე. კონსპექტი: არ მჯერა. ტრაქტორები. ადამიანის ანატკეჩი.
- ჩანაწერი 33-ე. კონსპექტი: (ეს უკონსპექტოა, ნაჩქარევად, უკანასკნელი).
- ჩანაწერი 34-ე. კონსპექტი: შენდობილნი. მზიანი ღამე. რადიო-ვალკირია.
- ჩანაწერი 35-ე. კონსპექტი: სალტეში. სტაფილო. მკვლელობა.
- ჩანაწერი 36-ე. კონსპექტი: ცარიელი ფურცლები. ქრისტიანული ღმერთი. დედაჩემის შესახებ.
- ჩანაწერი 37-ე. კონსპექტი: ინფუზორია. მეორედ მოსვლა. მისი ოთახი.
- ჩანაწერი 38-ე. კონსპექტი: (არ ვიცი, რომელი. იქნებ მთელი კონსპექტი – ერთია: ძირს დაგდებული სიგარეტი).
- ჩანაწერი 39-ე. კონსპექტი: დასასრული.
- ჩანაწერი მე-40. კონსპექტი: ფაქტები. ზარი. დარწმუნებული ვარ.
- ავტორის შესახებ
- სქოლიო