1921 წლის 24 თებერვალს, რუსეთ-საქართველოს ომის მიმდინარეობისას, საქართველოსა და ამიერკავკასიაში პირველად – ბრძოლის ველზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ტანკები და ქვეითები. ბრძოლა თბილისთან ახლოს, მდინარე ლოჭინის მარჯვენა სანაპიროზე მოხდა. თუ რა შედეგით დასრულდა წითელი არმიის ტანკებისა და ქართული გვარდიის ქვეითების შეტაკება, ამაზე აქამდე ორი ვერსია გვქონდა: რუსული და ქართული. ამ წიგნში კი, დღემდე ცნობილი წყაროებისა თუ უცნობი საარქივო დოკუმენტების შეჯერებისა და კრიტიკული ანალიზის შედეგად, აღდგენილი და ნაჩვენებია შეტაკების რეალური სურათი და მიკვლეული ბრძოლის ველი. ამ მთავარი თემის გარდა, გამოცემაში საუბარია იმ ეპოქაში ტანკების გამოყენების სპეციფიკისა თუ ტანკსაწინააღმდეგო ბრძოლის მეთოდების შესახებ, აგრეთვე ქართული არმიის შეიარაღებაში არსებულ ტანკებზე და იმაზეც, თუ როგორ აღმოჩნდა ერთ-ერთი მათგანი 1945 წლის მაისში ბერლინში.
- შესავალი
- ტანკის დაბადება – რკინის ურჩხულები ბრძოლის ველზე
- ტანკები რუსეთის სამოქალაქო ომში
- საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტანკები
- რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომი, ტანკები თბილისთან
- ბრძოლა
- ბრძოლის ველის მიგნების მცდელობა
- ბოლოთქმის ნაცვლად – „ქართული“ ტანკის შორეული მოგზაურობა
- რუკები
- ბიბლიოგრაფია
- სამეცნიერო ლიტერატურა, დოკუმენტების კრებულები, მოგონებები, პრესის მასალები
- TANKS OF FEBRUARY 1921
- სქოლიო