ციფრების სამეფოში დღესასწაულია - ხელმწიფე ათი მეჯლისს აწყობს! თუმცა არსებობს ერთი სამეფო წესი - ყველა ციფრი ისე უნდა დაწყვილდეს, რომ ჯამში ათი შექმნან! როდესაც სასახლის გრანდიოზული კარები იხსნება, გამოპრანჭული ციფრები წყვილებში შემოდიან: ციფრი ექვსი ფერხულშია ჩაბმული ოთხთან, ტყუპი ხუთიანები კი, ხალისით მიეშურებიან სასახლისკენ! თუმცა უცნობია, ეყოლება თუ არა სამეფოში ყველა ციფრს თავისი სრულყოფილი მეწყვილე? ან კი, ვინ მოძებნის ციფრების წყვილებს მეჯლისზე მისაყვანად? ნათელი, ხალისიანი ილუსტრაციებითა და საჭირო არითმეტიკული უნარების განვითარების მცდელობით, ეს მათემატიკური ზღაპარი სამიდან ექვს წლამდე ასაკის ბავშვისთვის საუკეთესო საჩუქარია. პატარა მკითხველი უნებურად დაისწავლის ათამდე მიმატებას, როდესაც ჯადოსნურ სამეფოში მოცეკვავე ციფრებს აღმოაჩენს.