კალათა

დეტალურად

გოჭი სილოვანი კატების ქვეყანაში

გოგი ლორთქიფანიძე

გამომცემლობა ლითერასი

საბავშვო

ამ ნაწარმოებში მკითხველი ადვილად ამოიცნობს 90–იანი წლების საქართველოს. განგების წყალობით ზღაპრის მთავარი გმირი – უმწეო გოჭი სახელად სილოვანი – მრავალი თავგადასავლის შედეგად დაჩაგრული კნუტების (და კატების ქვეყანაში მობინადრე სხვა ცხოველების) სათავეში ექცევა, სახალხო აჯანყების მეთაური ხდება და ტახტიდან აძევებს ბოროტ მურმურ–ფაშას. ნაწარმოებში გამოკვეთილი ანალოგია „ვარდების რევოლუციასთან“ მით უფრო საგულისხმოა, რომ თავად ზღაპარი დაიწერა და დაიბეჭდა 2001 წელს, ანუ ცნობილ მოვლენებამდე ორიოდე წლით ადრე. მკითხველს ფაქტობრივად წინასწარმეტყველებასთან აქვს საქმე. „გოჭი სილოვანი“ რეალური მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ლიტერატურული ფანტაზიის ნაყოფი წინ უსწრებდეს ნამდვილ ისტორიულ მოვლენას. განკუთვნილია როგორც მოზარდებისთვის, ისე უფროსი თაობის მკითხველთათვის.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • თავი I. ღორების სოფელში. იაკუძა. სილოვანი წაიყვანეს
  • თავი III. სილოვანი ტყვეობაში იღვიძებს. მაჩვის მუქარა
  • თავი IV. იაკუძა ულვაშეთის საბაჟოზე. გარიგება
  • თავი V. ყოფილი მტრები შეთანხმდნენ. საბუთი იბადება
  • თავი VI. სილოვანი სამხეცეში ჩააბარეს
  • თავი VII. სილოვანი გალიაში საკუთარ ღირსებას იცავს
  • თავიVIII.ცოტა რამ ულვაშეთის (და არა მარტო) შესახებ
  • თავი IX. ყურშას ნაამბობი. სილოვანს თვალები აეხილა
  • თავი X. ანგორა-თავადის მზაკვრული ჩანაფიქრი
  • თავი XI. მხეცუნების ამბოხი. გადამწყვეტი ბრძოლა
  • თავი XII. სილოვანი ოჯახს უბრუნდება. ახალი ამბავი