კალათა

დეტალურად

გოჭი სილოვანი შავი ხვრელის წინააღმდეგ

გოგი ლორთქიფანიძე

გამომცემლობა ლითერასი

საბავშვო

ეს ზღაპარი ლოგიკური გაგრძელებაა ზღაპრისა „გოჭი სილოვანი კატების ქვეყანაში“. დედამიწის მსგავსი შორეული პლანეტა გონიერი ცხოველებითაა დასახლებული. კატების პატარა სამეფო, რომლის ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობს განდევნილი მურმურ–ფაშას ტახტზე ასული ახალი ხელმწიფის საგანგებო მრჩეველი გოჭი სილოვანი, ორი დიდი სამხეცე-სამფლობელოს – ფაფარაშლილი ლომებისა და ბუმბერაზი ყვითელი ვეფხვების – ქიშპობისა და ჭიდილის საგანი ხდება. გოჭის მოვალეობაა მისი ახალი სამშობლო როგორმე გადაარჩინოს. ამ დროს ერთი მეცნიერის ბოროტი ძალისხმევის შედეგად პლანეტაზე ხელოვნური შავი ხვრელი ჩნდება და უკვე არა მარტო კატების ქვეყანა – მთელი პლანეტაა გასაჭირში... განკუთვნილია როგორც მოზარდებისთვის, ისე უფროსი თაობის მკითხველთათვის.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • * * *
  • თავი I რომელშიც ულვაშეთს მოულოდნელად ქარიშხალი გადაუვლის
  • თავი II რომელშიც სილოვანი გადის ეკლიან გზას ჩვილი გოჭიდან ხელმწიფის საგანგებო მრჩევლამდე
  • თავი III რომელშიც ჩვენ ვესწრებით საიდუმლო თათბირს ხელმწიფის კაბინეტში
  • თავი IV რომელშიც დონ პროტონი სწავლული სახედრის ნიღაბს იხსნის
  • თავი V შნობელი და მისი პრემია
  • თავი VI რომელშიც ვეცნობით დონ პროტონის დეკლარაციას და ულვაშეთის ტახტს დიდი საფრთხე ემუქრება
  • თავი VII რომელშიც გოჭი სილოვანი უმოწყალოდ აღვიძებს თავის ხელმწიფეს
  • თავი VIII რომელშიც აღწერილია საიდუმლო ნადიმი მთავარი ლომთალომის კარავში
  • თავი IX რომელშიც ულვაშეთის ხელმწიფე იმპერატორ ოლიგარქეს უსტარით მიმართავს
  • თავი X რომელშიც შნობელის კომიტეტი ულვაშეთის სატახტო ქალაქში ჩამოყავთ
  • თავი XI ყველაზე მოკლე, რომელშიც ოქროს ქარავანი მშვიდობიანად აღწევს შავ ხვრელში
  • თავი XII რომელშიც მკითხველი სილოვანისა და დონ პროტონის გულახდილი საუბრის მოწმე ხდება
  • ბოლოთქმა