კალათა

დეტალურად

ბექა ელბაქიძის „Homo Televisus“, შეიძლება ითქვას, რომანი-რეპორტაჟია, სადაც თხრობა პირველ პირში მიმდინარეობს და ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა ვირტუალური სამყარო და რეალური ყოფა, მასმედიის ზემოქმედება მასაზე, თანამედროვე ადამიანი გლობალურ სამყაროში და პიროვნული თავისუფლება. რომანის მთავარი გმირი ახალგაზრდა ჟურნალისტია. იგი სამშობლოდან შორს მოღვაწეობს, რაც საშუალებას აძლევს თავისი უშუალო დაკვირვება და დამოკიდებულება გადმოგვცეს ამერიკაზე, ევროპაზე, კონფლიქტურ რეგიონებზე აზია-აფრიკაში, ასევე შეეხოს თავის სამშობლოს - საქართველოს, სადაც საკმაოდ დუხჭირი ცხოვრების ფონზე ასე მიზანმიმართულად „ჰყვავის“ ე. წ. საპნის ოპერები თუ თოქშოუები.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • პარიზი
  • ნიუ-იორკი
  • თბილისი
  • სიდე, ხმელთაშუა ზღვა
  • თბილისი
  • პარიზი
  • ეპილოგი