კალათა

დეტალურად

ომს თავისი „ტიტრები“ აქვს, თავშიც და ბოლოშიც. თუმცა, კინოსგან განსხვავებით, ომში დასასრულის გრძელი ტიტრების ყურება უფრო გვიწევს, დაღუპულთა სახელების, გვარების და სტატუსების. ამ წიგნში, ძირითადად, ომის დასაწყისის „ტიტრებია“. მასში არ უნდა ვეძებოთ ნამდვილი ფაქტები და სახელები. იქნებ სიმართლის ძიებაც არ ღირდეს. თუმცა, გამოდგება ტყუილის წინააღმდეგ და იმ საფრთხის გასააზრებლად, თუ რა შეიძლება მოხდეს ერთ ჩვეულებრივ, ან ცოტა უჩვეულო სოფელში, მისთვის არაპროპორციულად მასშტაბური ომის ზღვარზე რომ ცხოვრობს. წიგნის პირველი ნაწილის „მშვიდობიანი ადამიანები“ მეორე ნაწილში მეომრები, გმირები და “ტერორისტები“ ხდებიან. ბოლოს დოკუმენტური კადრები და ნამდვილი ქართული სოფლებია, წლების განმავლობაში ომის ზღვარზე რომ შეძლეს არსებობა და მათგან თითქმის აღარაფერი დარჩა.
  • ფიზიკის მასწავლებელი
  • გარესამყარო
  • ვუნდერკინდი
  • დაკრძალვა
  • ბავშვებიანი სახლი
  • ტალიავინის პიცა
  • ჟორა
  • კინო
  • დოკუმენტური კადრები