კალათა

დეტალურად

თურქული სიმღერების გზამკვლევი

ისქანდერ ბალთაზარ ქირმიზი

გამომცემლობა ინტელექტი

რომანი

ისქანდერ ბალთაზარ ქირმიზი ახალგაზრდა მწერლის ირაკლი კაკაბაძის ფსევდონიმია. პროზაული კრებული „თურქული სიმღერების გზამკვლევი“ თურქი პოეტის ისქანდერ ბალთაზარ ქირმიზის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც მე-20 საუკუნის თურქეთში განვითარებულ მოვლენებს ასახავს. „თურქული სიმღერების გზამკვლევი“ ირაკლი კაკაბაძის რიგით მესამე წიგნია, რომელიც გამომცემლობა „ინტელექტმა“ დაბეჭდა. იაპონიაში ყოფნის დროს ახალგაზრდა ქართველი პოეტი, ირაკლი კაკაბაძე გავიცანი. ასაკობრივი განსხვავების მიუხედავად, ადვილად დავმეგობრდით და სიამოვნებით ვუზიარებდით ერთმანეთს ჩვენს ცოდნასა და გამოცდილებას. იგი განათლების სისტემას იკვლევდა, მე კი იაპონურ ლიტერატურას. ჩვენი ინტერესები და სასაუბრო თემა ძირითადად იაპონიას არ სცილდებოდა, მაგრამ ძალზე ხშირად ვსაუბრობდით თურქეთსა და საქართველოზე, ჩვენი ხალხების ბევრ საერთო თვისებებზე, და, რა თქმა უნდა, აღმოსავლეთსა და დასავლეთზე – სხვა რა უნდა აღელვებდეს თურქსა და ქართველს?.. ირაკლი ამბობდა, მეზობლობის მიუხედავად, საერთოდ არ ვიცნობთ ერთმანეთსო, დღემდე შუა საუკუნეების ჩარჩოებიდან და სტიგმებიდან ვიცქირებითო. ...ზია ბეი, ამ ჩანაწერების წიგნად გამოცემა თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ თუ დაბეჭდავთ, სადაც არ უნდა ვიყო, გავიგებ და ძლიერ გამიხარდება, რადგან დარწმუნებული ვარ, თუ სადმე წიგნზე ჩემს სახელსა და გვარს შენიშნავს ჩემი ქართველი მეგობარი, აუცილებლად გადაშლის და წაიკითხავს. ვიცი, შეიძლება, სულაც არ ჰგავს ჩემს ნაწერს და სუსტ ტექსტადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ გა­ითვალისწინეთ, რომ ერთ დღე-ღამეში, გაუსაძლისი ტკივილების დროს შეიქმნა მოხუცი მწერლის მიერ.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • სქოლიო