კალათა

დეტალურად

სტამბოლი, სტამბოლი

ბურჰან სონმეზი

გამომცემლობა აგორა

მთარგმნელი ნატა ბალავაძე

რომანი

თარგმანი თურქულიდან

წარმოშობით ქურთი მწერალი ბურჰან სონმეზი 1965 წელს დაიბადა ჰაიმანას რეგიონში, ცენტრალურ ანატოლიაში. განათლებით იურისტი, ადვოკატად მუშაობდა სტამბოლში და სპეციალიზებული იყო ადამიანთა უფლებების საკითხებში. არაერთი პატიმრობისა და ციხეებში წამების შემდეგ, იძულებული გახდა დაეტოვებინა თურქეთი და დიდი ბრიტანეთისთვის შეეფარებინა თავი, სადაც რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. შემდეგ თურქეთში დაბრუნდა და წერა გააგრძელა. ის წერს იმას, რასაც ფიქრობს და მას გაბედული მწერლის სახელით იცნობენ. მისმა რომანმა „უცოდველი“ 2011 წელს მიიღო სედათ სიმავის ლიტერატურული პრემია, ხოლო რომანმა „სტამბოლი, სტამბოლი“, ვაცლავ ჰაველის ფონდის პრემია. ამ რომანში ბურჰან სონმეზი მოგვითხრობს ორი კვადრატული მეტრის საკანში ჩამწყვდეული ოთხი პატიმრის ცხოვრებას, რომლებიც წამებიდან წამებამდე ცდილობენ ერთმანეთი სახალისო ამბების მოყოლით გაამხნევონ.
  • პირველი დღე. სტუდენტ დემირთაის ნამბობი – რკინის კარი
  • მეორე დღე. ექიმის ნაამბობი – თეთრი ძაღლი
  • მესამე დღე. კამო დალაქის ნაამბობი – კედელი
  • მეოთხე დღე. ქიუჰეილან დაის ნაამბობი – დამშეული მგელი
  • მეხუთე დღე. სტუდენტ დემირთაის ნაამბობი – ღამის ნათება
  • მეექვსე დღე. ექიმის ნაამბობი – დროის ფრინველი
  • მეშვიდე დღე. სტუდენტ დემირთაის ნაამბობი – ჯიბის საათი
  • მერვე დღე. ექიმის ნაამბობი – შუბივით წაწვეტებული ცათამბჯენები
  • მეცხრე დღე. კამო დალაქის ნაამბობი – ლექსთა ლექსი
  • მეათე დღე. ქიუჰეილან დაის ნაამბობი – სიმწრის სიცილის შემოტევები