კალათა

დეტალურად

„ყველაზე დიდი საიდუმლო, რომელიც კაცობრიობის ისტორიიდანაა ამოშლილი და მხოლოდ ქარაგმებსა და იგავებში იმალება, თბილისის დაარსების ამბავია. ყველა ლეგენდა, ისტორიული კვლევა-ძიება თუ არქეოლოგიური აღმოჩენა ერთ მიზანს ემსახურება: რაც შეიძლება უკეთ გადაიმალოს და გასაიდუმლოვდეს სიმართლე თბილისის შესახებ. სიმართლე კი ისაა, რომ თბილისი არ დაარსებულა იქ, სადაც ლეგენდიდანაა ცნობილი და, საერთოდაც, მთელი ძველი თბილისი სხვა ქალაქია, ცრუ-თბილისია და მას ნამდვილ თბილისთან საერთო არაფერი აქვს. ზოგიერთი მცდარი მოსაზრების თანახმად, ცრუ თბილისი იმიტომ ააშენეს, რომ ნამდვილი თბილისი გადაემალათ“, – მოგვითხრობს გიორგი მაისურაძის ფანტასმაგორიული რომანი „KILL თბილისი“. შეთქმულთა ერთი ორდენი საუკუნეების განმავლობაში იბრძვის სამართლიანობის აღდგენისა და ნამდვილი თბილისის დაბრუნებისათვის. ეს ბრძოლა ბოლოს ფართომასშტაბიან ომში გადაიზრდება, რომელშიც არა მხოლოდ ადამიანები, არამედ ღმერთები და გრძნეული არსებებიც მონაწილეობენ. ომის ბედი კი ერთ მაგიურ რიტუალზეა დამოკიდებული, რომლის საიდუმლოც რომანში იმალება.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • პროლოგი. მაგიური კვადრატი
  • წიგნი პირველი. ცრუ თბილისი
    • ვახტანგ გორგასალი
    • ორფეოსი
    • Solve et coagula
  • წიგნი მეორე. ნამდვილი თბილისი
    • ოლიმპიური ცეცხლი
    • ორ ტბას შუა
    • მეორე ლეგენდა. საბაგირო გზის სადგური ნუცუბიძის ქუჩაზე
  • წიგნი მესამე. დაკარგული თბილისი
    • ანგელოზთა პირველი შემოსევა
    • რამდენიმე სურათი, ანუ ეპიზოდი სერგო ორჯონიკიძის ცხოვრებიდან
    • დაკარგული სამოთხე
  • წიგნი მეოთხე. გუდიაშვილის მოედნის საიდუმლოებები
    • ფროიდის აღმოჩენა
    • გუდიაშვილის მოედნის საიდუმლოება
    • სისხლისა და ცეცხლის წვიმები
    • Ora et labora
    • ისიდას ძღვენი
  • წიგნი მეხუთე. დაბრუნებული თბილისი
    • ანგელოზების მეორე შემოსევა
    • თბილისის ომი
    • ვესტბუკეფალიის მშვიდობა
  • ეპილოგი