კალათა

დეტალურად

ფილმის ხმოვანხედვითი სტრუქტურა

ელისაბედ ერისთავი

გამომცემლობა კენტავრი

ხელოვნება

ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ელისაბედ ერისთავი ფილმის ხმოვანხედვით საკითხებს 1990 წლიდან იკვლევს. მისი მოღვაწეობის ძირითად მხარეს დღევანდელი ეკრანის პლასტიკური მეტყველება წარმოადგენს. თანამედროვე ფილმის ხმოვანხედვითი სტრუქტურა ვიზუალური, აუდიო და მათი სინთეზური მეტყველების შენადნობია, რომელიც, მიუხედავად ხელოვნების მოღვაწეების მრავალრიცხოვანი შრომებისა, კონცეფტუალური განხილვისა და ანალიზის საგანი არ ყოფილა. „ფილმის ხმოვანხედვითი სტრუქტურა“ ამ ვაკუუმის შევსების მცდელობაა. ეს არის მეთოდოლოგიური სახის ნაშრომი, რომელიც, ქართულ და საერთაშორისო მონაპოვრებზე დაყრდნობით, ფილმის ხმოვანხედვითი სტრუქტურის კომპლექსურ კვლევას მიმართავს. პროცესის სისტემური ანალიზი საშუალებას აძლევს შემოქმედს დეტალურად განსაზღვროს ნამუშევრის ფორმა, რიტმი, დაგეგმოს მომავალი ფილმი, შეაფასოს იგი როგორც ვერტიკალში, ასევე ჰორიზონტალში.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • შესავალი
  • I. ფილმის სისტემური ანალიზი
  • II. ფილმის პროცესის განსაზღვრა და მომავალი ფილმის გრაფიკული დაგეგმარება
    • 1. მომავალი ფილმის გრაფიკული აწყობა კინოპროცესის დიალექტიკის ანალიზზე დაყრდნობით
    • 2. ხმოვანების სახეობანი და მათი ფუნქციები კინოპროცესში
    • 3. ხმოვანხედვითი სინთეზი ფილმის სხვადასხვა ჟანრში
  • III. ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების სტრუქტურა
    • 1. მოკლემეტრაჟიანი უსიტყვო ფილმები
    • 2. ეკრანიზაციები
    • 3. ქართული ფოლკლორის გამოყენება გოდერძი ჩოხელის შემოქმედებაში
    • 4. ზოგიერთი ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმის სპეციფიკა
  • IV. ტელეპროცესის სტრუქტურა
  • V. სრულმეტრაჟიანი ფილმების სტრუქტურის სისტემური ანალიზი
    • 1. მილოშ ფორმანის „ამადეუსი“
    • 2. ბერნარდო ბერტოლუჩის „ალყაში“
    • 3. ოთარ იოსელიანის „ნადირობა პეპლებზე“
    • 4. ემირ კუსტურიცას „იატაკქვეშეთი“
  • დავით ჯანელიძის „ჯაყოს ხიზნები“
  • დასკვნა
  • ფილმოგრაფია
  • სქოლიო