კალათა

დეტალურად

სერაფინო გუბიოს, ოპერატორის, ჩანაწერები

ლუიჯი პირანდელო

გამომცემლობა პალიტრა L

მთარგმნელი მერი ტიტვინიძე

რომანი

თარგმანი იტალიურიდან

სერია ქართულად ნათარგმანები

იტალიელი მწერალი ლუიჯი პირანდელო (1867-1936) სალიტერატურო ასპარეზზე, 1889 წელს, გამოჩნდა ლექსების კრებულით „სასიხარულო ტკივილი“. 1894 წელს გამოსცა ნოველების კრებული „სიყვარული უსიყვარულოდ“, ხოლო 1922 წელს – ნოველების კრებული „წლის ნოველები“. 1925-1928 წლებში ხელმძღვანელობდა რომის სამხატვრო თეატრს, სადაც საკუთარი ნაწარმოებების მი ხედ ვით სპექტაკლებს დგამდა. დიდი მოწონება დაიმსახურა 1904 წელს გამოქვეყნებულმა რომანმა „განსვენებული მატია პასკალი“. 1934 წელს მწერალს ნობელის პრემია მიანიჭეს ლიტერატურის დარგში. პირანდელოს პროზაში გადმოცემულია „პატარა“ ადამიანის შინაგანი სამყარო, მისი სულიერი ამბოხი ცხოვრების უსამართლობის წინააღმდეგ. ლუიჯი პირანდელოს არაერთი ნაწარმოები ითარგმნა ქართულ ენაზე. საგულისხმოა, რომ მწერლის ერთ-ერთი ნოველის „ჩიარას“ ეკრანიზაცია პირველად საქართველოში მოხდა, 1971 წელს. მწერალმა რეზო გაბრიაძემ ამ ნოველის მიხედვით დაწერა სცენარი „ქვევრი“, რომელიც რეჟისორმა ირაკლი კვირიკაძემ გადაიღო. ფილმი მსოფლიოს მაყურებელმა მოიწონა... რომანი „სერაფინო გუბიოს, ოპერატორის, ჩანაწერები“ გამოქვეყნდა 1916 წელს, უხმო კინოს პერიოდში. მისი გმირი თანდათან გარდაიქმნება საკუთარი აპარატის მთლიანობად, ცდილობს მას დაემსგავსოს – იყოს მექანიკური, უვნებო, მუნჯი, უგრძნობელი და გულგრილი, მაგრამ ძალუძს კი ამის გაკეთება ცოცხალ ადამიანს? თუ ძალუძს, რის ფასად?..
  • ყდა
  • თავფურცელი
  • ლუიჯი პირანდელო – ავტორი და პერსონაჟი
  • რვეული პირველი
    • I
    • II
    • III
    • IV
    • V
    • VI
  • რვეული მეორე
    • I
    • II
    • III
    • IV
    • V
  • რვეული მესამე
    • I
    • II
    • III
    • IV
    • V
    • VI
  • რვეული მეოთხე
    • I
    • II
    • III
    • IV
    • V
  • რვეული მეხუთე
    • I
    • II
    • III
    • IV
    • V
  • რვეული მეექვსე
    • I
    • II
    • III
    • IV
  • რვეული მეშვიდე
    • I
    • II
    • III
    • IV