კალათა

დეტალურად

ჯონ სტაინბეკის რომანის მთავარი გმირი დენი და მისი სახლია, რომელიც თავგადასავლების მაძიებელი მამაკაცების შეკრების ადგილად იქცევა. დენი გამდიდრებული ღატაკია – მან მემკვიდრეობით მიიღო ორი ბინა ტორტილა ფლეტში, რამაც განსაზღვრა კიდეც მისი მომავალი. როგორც ჯონ სტაინბეკი ამბობს: „ამ წიგნში თქვენ წაიკითხავთ, როგორ გაერთიანდა ეს სამი რამ – დენის, დენის მეგობრებისა და დენის სახლის ამბავი. ნახავთ, გაეცნობით მათ თავგადასავლებს, რა სიკეთე დაუთესიათ, რა ფიქრებით ყოფილან მოცული და რა მისწრაფებები ჰქონიათ. წიგნის დასასრულს კი იმასაც მოგითხრობთ, როგორ დაიკარგა თილისმა...“. სწორედ ამ რომანმა მოუტანა ავტორს პირველი წარმატება. მოგვიანებით, 1942 წელს, „ტორტილა ფლეტის“ მიხედვით ფილმიც გადაიღეს.
  • 1. როგორ მიიღო მემკვიდრეობა ომიდან დაბრუნებულმა დენიმ და როგორ შეჰფიცა, რომ მფარველობას გაუწევდა საწყალ ხალხს
  • 2. როგორ დაეხარბა პილონი კარგ ცხოვრებას და როგორ მიატოვა დენის სტუმართმოყვარული სახლი
  • 3. როგორ მოიწამლა პილონი მესაკუთრული შხამით და დროებით როგორ მოერია ღვარძლი
  • 4. როგორ გახდა, თავისდა უნებურად, ბოროტების მსხვერპლი კეთილი კაცი ხესუს კორკორანი
  • 5. როგორ პირუკუ შეატრიალა საქმე წმიდა ფრანცისმა და რა ლმობიერება გამოიჩინა პილონის, პაბლოსა და ხესუს მარიას დასჯის დროს
  • 6. როგორ ეღირსა სამი ცოდვილი კაცი, გულწრფელი მონანიებით, სულიერ სიმშვიდეს. როგორ შეჰფიცეს დენის მეგობრებმა ძმობა და ამხანაგობა
  • 7. როგორ იქცნენ დენის მეგობრები სიკეთის წყაროდ, როგორ გაუწოდეს დახმარების ხელი საბრალო მეკობრეს
  • 8. როგორ ეძებდნენ დენის მეგობრები წმ. ენდრიუს დღესასწაულის წინა ღამეს ჯადოსნურ განძს, როგორ იპოვა იგი პილონმა და, საბოლოოდ როგორ გადავიდა სარჟის შარვალი პატრონიდან პატრონის ხელში
  • 9. როგორ გაება დენი მტვერსასრუტის მახეში და როგორ იხსნეს იგი მეგობრებმა
  • 10. როგორ ანუგეშეს მეგობრებმა კაპრალი და, სამაგიეროდ, მამობრივი ეთიკის გაკვეთილი მიიღეს
  • 11. როგორ არახელსაყრელ პირობებში ეწვია სიყვარული დიდ ჯო პორტუგალიელს
  • 12. როგორ დაეხმარნენ დენის ამხანაგები მეკობრეს აღთქმის შესრულებაში და სიკეთის წილ როგორ გამოეცხადა მეკობრის ძაღლებს წმიდა ფრანცისი
  • 13. როგორ დაუზარებლად დაეხმარნენ დენის მეგობრები გაჭირვებაში ჩავარდნილ ქალს
  • 14. მოთხრობილია დენის სახლში ტკბილად გატარებული დღეების ამბავი, გოჭის ძღვნად მირთმევა, აყლაყუდა ბობის განსაცდელი და ვიეხო რავანოს გაუხარელი სიყვარული
  • 15. როგორ დადარდიანდა და გაგიჟდა დენი, როგორ მიადგა ტოლერის სახედ გამოცხადებული ეშმაკი დენის სახლს
  • 16. დენის დანაღვლიანება. რა მსხვერპლი გაიღეს მეგობრებმა, რათა დენისთვის ქეიფი გაემართათ. როგორ მიიცვალა დენი
  • 17. რა იღონეს დენის გულდამწვარმა მეგობრებმა. როგორ დაირღვა მეგობრული კავშირის თილისმა. როგორ კენტად გაემართა თითოეული მეგობარი