კალათა

დეტალურად

მწერალი, პუბლიცისტი, აფროამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, პულიცერისა (1988) და ნობელის (1993) პრემიების ლაურეატი... დიახ, ეს ტონი მორისონია (ნამდვილი სახელი – ქლოი ენტონი უოფორდი) – არაერთი რომანისა და მოთხრობის ავტორი. იგი 1931 წელს დაიბადა ოჰაიოს შტატის პატარა ქალაქ ლორეინში. მამა ხშირად უყვებოდა აფროამერიკელთა ისტორიულად მძიმე ცხოვრების შესახებ. ეს მოგონებები ტონი მორისონის ნაწარმოებებში განსაკუთრებული სიმძაფრით აისახა. 1949-1953 წლებში მომავალი მწერალი ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლობდა ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. სწორედ ამ დროს აირჩია ფსევდონიმად ტონი. მწერლის ყველაზე ცნობილი რომანი Beloved („საყვარელი“) 1987 წელს გამოქვეყნდა, 1988 წელს კი ამ რომანისთვის ტონი მორისონმა პულიცერის პრემია მიიღო. რომანი „წყალობა“ 2008 წელს გამოქვეყნდა და წლის ათ საუკეთესო წიგნს შორის დაასახელეს. ნაწარმოებში მოქმედება XVII საუკუნის ამერიკაში, ფერმერ ვაარკის მამულში მიმდინარეობს. რომანის მთავარი გმირი სასტიკი და დაუნდობელი ადამიანი არ არის. იგი მონური შრომის წინააღმდეგია და ცდილობს, მის სახლში მომუშავე ორ ქალს – ინდიელსა და აფროამერიკელს – დიდსულოვნად მოექცეს; თუმცა გამოსავალი არც ესაა – მის ოჯახში ბედნიერება ფეხს ვერ იკიდებს, რადგან ვაარკის ცხოვრება, მისი საქმიანობა საკუთრების მოხვეჭასა და მორჩილებას ემყარება და არა – თავისუფლებასა და სიყვარულს.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12