კალათა

დეტალურად

სერიის – „ბიზნესის გენია“ – ამ ტომში მოთხრობილია კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელ ბილ გეიტსის შესახებ. „ნაწილობრივ ნოვატორი, ნაწილობრივ მეწარმე, ნაწილობრივ მოვაჭრე, მაგრამ შეუცვლელი გენიოსი“ - ასე ახასიათებდა მას მსოფლიო მედია. წლების წინ ბილ გეიტსმა ერთ-ერთმა პირველმა გააცნობიერა, რომ მალე ადამიანის ცხოვრებაში „შემოიჭრებოდა“ კომპიუტერი, რომელსაც პროგრამული უზრუნველყოფა დასჭირდებოდა... მასაც ბევრი აღარ უფიქრია და რევოლუციური იდეის განხორციელება დაიწყო. ბილ გეიტსის წარმატების ისტორია ამერიკულ ოცნებას გვაგონებს - იგი აკეთებდა საყვარელ საქმეს და მისი წყალობით მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანის ტიტული მოიპოვა. „გამომცემლობა პალიტრა L“ გთავაზობთ წიგნების სერიას – „ბიზნესის გენია“. სერიის თითოეულ წიგნში გაეცნობით მსოფლიოში ცნობილ საქმიან ადამიანებს, რომლებმაც ბიზნესის სხვადასხვა სფეროში გადატრიალება მოახდინეს... მათ შეცვალეს შეხედულებები, ტექნოლოგიები, დანერგეს ინოვაციური პროდუქტები. თუ რა გზა განვლეს და როგორ მიაღწიეს ტრიუმფს – ყველაფერს დაწვრილებით გაეცნობით ამ სერიის წიგნებში... შეიტყობთ მათი წარმატების საიდუმლოებას და, შესაძლოა, იგი თქვენი წარმატების საწინდარიც გახდეს.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • ენერგიის მოუსვენარი გორგალი
    • ბილ გეიტსის ბავშვობა და ახალგაზრდობა
    • Microsoft-ის შექმნა და განვითარება
    • MS-DOS და IBM - საუკუნის გარიგება
    • ადამიანი APPLE-იდან
    • ბრაუზერების ომი
    • სასამართლო სარჩელი Microsoft-ის წინააღმდეგ
  • ახალი სამსახური - პლანეტის გადარჩენა
    • საქველმოქმედო ფონდი
    • ბილ გეიტსი Microsoft-იდან წავიდა
  • ბილ გეიტსის პირადი ცხოვრება
    • შეყვარებული გეიტსი
    • ბილ გეიტსის გატაცებები
    • ბილ გეიტსი - კომპიუტერული ეპოქის სიმბოლო
    • „ვაღიარებ, ჯობსი ჩემზე მაგარი იყო“
  • გამოყენებული ფოტომასალა