კალათა

დეტალურად

ანთოლოგიაში ტრადიციული ლიტერატურული ჟანრების – იგავის და არაკის ნიმუშებთან ერთად წარმოდგენილია მოთხრობები, რომლებიც მხატვრული ბუნებით, წყობით იგავის ტიპისაა, იგავურია. ევროპულ ტერმინს თუ გამოვიყენებთ, მათ პარაბოლები უნდა ვუწოდოთ. ამგვარ ნაწარმოებებში გადმოცემული რეალისტური ან ზღაპრულ-ფანტასტიკური (არაკისებური) ამბავი, ისტორია სიმბოლოს ხასიათს იძენს – მასში სიმბოლური სახით არის ფორმულირებული სამყაროში, ადამიანების სულიერ, ზნეობრივ, სოციალურ არსებობაში მოქმედი ზოგადი კანონზომიერება, ინტელექტუალური ხედვით გამოკვეთილი ზოგადი აზრი ამ არსებობის შესახებ. წიგნში გაერთიანებული ნაწარმოებები ისევე მრავალგვარია, როგორც ადამიანთა ცხოვრება და მისი მხატვრული გააზრების და გამოსახვის შესაძლებლობები. ანთოლოგიაში შესულია სულხან-საბა ორბელიანის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, ნიკო ლორთქიფანიძის, ლეო ქიაჩელის, გიორგი ლეონიძის, გურამ რჩეულიშვილის, რევაზ ინანიშვილის, ნოდარ წულეისკირის, რეზო ჭეიშვილის, შოთა ჩანტლაძის, ერლომ ახვლედიანისა და ირაკლი სამსონაძის ნაწარმოებები. შეადგინა თამაზ ვასაძემ.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • სულხან-საბა ორბელიანი
    • ბედი
    • აღზევებული ქვისმთლელის ნაამბობი
    • დიდვაჭრის შვილის გამოფხიზლება
    • პატიოსანი აზნაურიშვილი
    • სამი უფლისწული
    • ღმერთობის დამჩემებელი მეფე
    • უსამართლო შირვანშა
    • ნაცვალგების გაწყვეტილი ჯაჭვი
    • ზედმეტი სიმკაცრე
    • ზედამხედველის წილი
    • სოფლის მაშენებლები
    • მაოხრებელი მკვდარი
    • ჯოჯოხეთში მარტოდმარტო განდიდებული
    • ბრმა და თვალხილული
    • მოძღვარი მელა
    • კაცი და გველი
    • დაფასებული მსხვერპლგაღება
    • განდეგილი და გონიერი ბავშვი
    • განმარტოებული და დადუმებული ფილოსოფოსი
    • მოტირალი და მოცინარი
  • აკაკი წერეთელი
    • რაჭის ერისთავი როსტომი
  • ვაჟა-ფშაველა
    • მგელი
    • სვავი
    • არწივი
  • ნიკო ლორთქიფანიძე
    • სული
    • გულთამხილავის მსჯავრი
    • ჭეშმარიტების მაძიებელი
    • დადიანის ასული და მათხოვარი
  • ლეო ქიაჩელი
    • ბერი და ყორანი
  • გიორგი ლეონიძე
    • ნიშარძეულის წყალი
  • გურამ რჩეულიშვილი
    • დევების ცეკვა
  • რევაზ ინანიშვილი
    • ჩემი საწყალი სიყვარული
    • წალო
  • ნოდარ წულეისკირი
    • აბრაგიას სიკვდილი
  • რეზო ჭეიშვილი
    • დურგალი ილია
  • შოთა ჩანტლაძე
    • ჭადრაკის მსხვერპლი
  • ერლომ ახვლედიანი
    • მეოცნებე კაცის ამბავი
    • ამბავი კაცისა, თავი რომ დაკარგა
    • დღეგრძელი კაცის ამბავი
    • ამბავი კაცისა, რომელიც ყველას ეგონა, რომ არ იყო
    • ამბავი კაცისა, რომელსაც სიცოცხლე უყვარდა
  • ირაკლი სამსონაძე
    • ფერფლისფერთმიანი და ყორნისფერთმიანი
  • სქოლიო