კალათა

დეტალურად

ზოგი რამ სიბრძნისა

ოტია იოსელიანი

გამომცემლობა ლითერასი

წიგნში თავმოყრილია მწერლის სხვადასხვა დროს წარმოთქმული და ჩაწერილი სხარტულა გამონათქვამები. ამ მოკლე, ზოგჯერ ერთ წინადადებიან ნააზრევში, ისეთი სიბრძნეა ჩატეული, რასაც ხშირად საკმაოდ ვრცელი ნაწარმოების წაკითხვისას ვერ შეხვდებით. ერთ-ერთი მათგანი: „ადამიანისაგან რაც რჩება, მისი სიცოცხლეც ესაა“, მისი საფლავის ქვის ეპიტაფიადაც იქცა. აი, ზოგიერთი მათგანი: „თავის ატკივება უთაურობამ იცის“. „ბრძენი – ცხოვრების მცოდნე კაცია.“ „სიყვარულის რა უზარმაზარი ცეცხლიც უნდა გენთოს, ყოველდღე თუ თითო მუგუზალს მოჰპარავ, მალე ჩააქრობ.“ „შეყვარებამდე უნდა გაახილო თვალი, თორემ სიყვარული ბრმაა.“ „მოსმენით მოუსმინე, მაგრამ არავის დაუჯერო, სანამ საქმით არ დაგანახვებს.“ ვფიქრობთ დაინტერესებული მკითხველი მრავალ კითხვაზე იპოვის პასუხს ამ სიბრძნის კიდობანში.