კალათა

დეტალურად

ოქტავი ბრუნდება! სარეკლამო სააგენტოს ყოფილი რედაქტორი „99 ფრანკიდან“. Talent scout მისი ახალი პროფესიაა. ეს საოცნებო სამუშაოა. ოქტავმა მსოფლიოს ყველაზე ლამაზი გოგონები უნდა „დაკეროს“. და აი, თოვლსა და დოლარებში ჩაფლული, სრულყოფილების ძიებაში, რუსეთის სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში დაეხეტება. „ბატონებო, ჩვენი მიზანი მარტივია: სამ მილიარდ ქალს უნდა გაუჩნდეს სურვილი, დაემსგავსოს ერთს.“ ოქტავის ამოცანაც იმ ერთადერთის პოვნაა. თუმცა ყველაფერი ასე მარტივიც არ არის. ოქტავი საკუთარ ბედისწერას შეხვდება: სანქტ-პეტერბურგელ მოზარდს, ლენა დოიჩევას, რომელიც თავდავიწყებით შეუყვარდება და ეს იქნება პირველი და უკანასკნელი სიყვარული მის ცხოვრებაში. „მიშველე! ბოდიში...“ გვიამბობს იმ კაცის ამბავს, რომელსაც ისევე როგორც რუსეთს, ჰგონია, თავისუფალია და სულ ბოლოს მიხვდება, რომ თავისუფლება საერთოდაც არ არსებულა.
  • პირველი ნაწილი. ზამთარი (ზიმა)
  • მეორე ნაწილი. გაზაფხული (ვესნა)
  • მესამე ნაწილი. ზაფხული (ლეტო)
  • მეოთხე ნაწილი. შემოდგომა (ოსენ)