კალათა

დეტალურად

საქართველოს იმედი (XXXII). წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი

კრებული

გამომცემლობა პალიტრა L

დოკუმენტური ფილოსოფია, რელიგია

სერია საქართველოს იმედი

წმინდანობა და ერისკაცობა ისე არავის შეუდუღაბებია და შეუსისხლხორცებია, როგორც ექვთიმე თაყაიშვილს. სწორედ ამიტომ ამშვენებს მისი ხატი საქართველოს იმედის ხატს. იგი მთელი სიცოცხლის განმავლობაში ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ივანე ჯავახიშვილის გვერდით იდგა და მათთან ერთად დიდი წვლილი შეჰქონდა ქართველი ხალხის ეროვნული კულტურის ამაღლების, საქართველოს ისტორიული ცხოვრების წარმოჩენის, მისი განძეულის შეკრებისა და დაცვის დიდ მამულიშვილურ საქმეში. იგი იყო საქართველოს ისტორიის ღრმა წყაროთმცოდნე და არქეოგრაფი, ქართული ეპიგრაფიკის მესაიდუმლე, პირველი არქეოლოგი, ძველი ქართული მწერლობის მაძიებელ-მკვლევარი, ხალხური სიტყვიერების დაუცხრომელი მაძიებელი, ფართო მაშტაბის ეთნოგრაფი, ცნობილი ნუმიზმატი, ისტორიული გეოგრაფიის მოამაგე - ერთი სიტყვით, ცოცხალი ენციკლოპედია, საქართველოს დიდი დიაპაზონის მკვლევარი-ანალიტიკოსი. სხვებისათვის მიუწვდომელ ქარაფებზე ადიოდა და ძველი ციხეებისა და ეკლესიის ნანგრევებში ქართული ცივილიზაციის მარგალიტებს აგროვებდა. მხოლოდ უცხოეთში გადამალული ქართული განძი რომ დაეცვა და დაებრუნებინა სამშობლოში, ესეც ეყოფოდა საკუთარი სახელის უკვდავსაყოფად ექვთიმე თაყაიშვილს, მაგრამ თვით ამ საგანძურის უდიდესი ნაწილი მან ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნისას მოიპოვა, აღმოაჩინა და შეისყიდა.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • ადრეული ბავშვობა
  • ექვთიმე თაყაიშვილი - ოზურგეთისა და ფოთის სამაზრო სასწავლებლის მოწაფე
  • ქუთაისის გიმნაზიაში
  • პეტერბურგში სწავლა
  • მოღვაწეობა საქართველოში (1887-1921)
  • ექვთიმე თაყაიშვილის არქეოლოგიური მოგზაურობანი
  • ექვთიმე თაყაიშვილი - ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა
  • წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის ღვაწლი საქართველოს ეკლესიის წინაშე
  • ექვთიმე თაყაიშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე
  • ქორწინება
  • ემიგრაციაში
  • დაბრუნება
  • გარდაცვალება
  • ბატონი ექვთიმეს პორტრეტისათვის
    • გულახდილ საუბართა ჩანაწერები (1948-1952)
    • მოგონებები ილია ჭავჭავაძეზე
    • მოგონებები აკაკი წერეთელზე
    • ექვთიმეს მოგონება ვაჟა-ფშაველაზე
    • მოგონება გაბრიელ ეპისკოპოსზე
    • მოგონება ეგნატე ნინოშვილზე
  • ექვთიმე თაყაიშვილი - ილია წინამძღვრიშვილი
  • პირადი წერილები
    • ექვთიმე თაყაიშვილის სამი ბარათი ნიკო მარისადმი
    • ექვთიმე თაყაიშვილის სამი ბარათი იოსებ მეგრელიძისადმი
    • ექვთიმე თაყაიშვილის ბარათი პროფესორ ვუკოლ ბერიძესთან
  • მოგონებები ექვთიმე თაყაიშვილზე
    • კონსტანტინე გამსახურდია
    • აკაკი შანიძე
    • ლადო გუდიაშვილი
    • ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორ ვახტანგ ბერიძის მოგონებები
    • ნიკო კეცხოველი
    • ფილოლოგი, კრიტიკოსი, მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ჭუმბურიძე
    • ნინო ღოღობერიძე
    • ალექსანდრე ბარამიძის მოგონებები
    • შოთა ბადრიძე
    • ნუნუ თაყაიშვილი - ბიძაჩემი ექვთიმე
    • დურმიშხან ცინცაძე - ექვთიმე თაყაიშვილის დაკრძალვა
    • ექვთიმე თაყაიშვილი სახლიდან მეეზოვემ გამოასვენა (ქალბატონი გიული ნიგურიანის ნაამბობიდან)
    • ბატონ ექვთიმეს აკაკი შანიძისგან (კოტე ჩოლოყაშვილის ნაამბობიდან)
    • მურმან ლებანიძის სიტყვა, წარმოთქმული მთაწმინდის პანთეონში ექვთიმე თაყაიშვილისა და ნინო პოლტორაცკაიას აქ გადმოსვენებისას
  • წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის ტროპარი