კალათა

დეტალურად

„დიდი გეტსბი“... რა შეიძლება ითქვას?.. 1925 წელს, როდესაც ეს რომანი დაიბეჭდა, თანაც პარიზში, ამერიკიდან შორს, ინგლისურენოვანი მკითხველი, ფიცჯერალდის სკანდალური პერსონისადმი ინტერესის გამოც, მოუთმენლად ელოდა მის გამოსვლას, მაგრამ რატომღაც ჩათვალეს, რომ მოლოდინი გაუცრუვდათ. ნეტავ რას ელოდნენ? თავად განსაჯეთ, იმ დროს ინგლისურენოვანი პოპულარული წიგნისთვის ნახევარმილიონიანი ტირაჟი ჩვეულებრივი ამბავი იყო, ხოლო „დიდი გეტსბის“ ავტორის სიკვდილამდე (ანუ, 15 წლის განმავლობაში) მხოლოდ 24 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა. მიზეზი, ალბათ, ძალიან ბანალურია: ვერ გაიგეს, არ მიიღეს, წიგნმა დროს გაუსწრო... დღეს ბევრი ინგლისურენოვანი ქვეყნის საშუალო და უმაღლეს სასწავლებელში ეს რომანი სავალდებულო საკითხავადაა შეტანილი, ხოლო 1998 წელს „მოდერნ ლაიბრარის“ მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში: „XX საუკუნის ასი საუკეთესო ინგლისურენოვანი რომანი“, მეორე ადგილზე გავიდა ჯეიმზ ჯოისის „ულისეს“ შემდეგ. ამ წიგნში „დიდი გეტსბის“ გარდა, კიდევ ერთ ნაწარმოებს გთავაზობთ, მოთხრობას „სასტუმრო რიცისოდენა ალმასს“. ეს მოთხრობა ძალიან ჰგავს „დიდ გეტსბის“ იმ დედააზრში, რასაც ავტორი აქსოვს მათში: რა არის მთავარი?! – არც გეტსბის ზღაპრული ქონება და ამ ქონებაზე დამყნობილი ნაძალადევი პატივისცემა, არც „ალმასის მთის პატრონის“ ყოვლისშემძლეობა და არც თვით ავტორის „თავქუდმოგლეჯილი ცხოვრება“! მაშ რა?! მარადიული კითხვაა და მარადიულ, იქნებ გაცვეთილ, მაგრამ სწორ პასუხს, ამ წიგნში წაიკითხავთ.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • პასუხები მარადიულ კითხვებზე...
  • დიდი გეტსბი
    • თავი პირველი
    • თავი მეორე
    • თავი მესამე
    • თავი მეოთხე
    • თავი მეხუთე
    • თავი მეექვსე
    • თავი მეშვიდე
    • თავი მერვე
    • თავი მეცხრე
  • სასტუმრო რიცისოდენა ალმასი
    • I
    • II
    • III
    • IV
    • V
    • VI
    • VII
    • VIII
    • IX
    • X
    • XI
  • სქოლიო