კალათა

დეტალურად

ვალენტაინ მაიკლ სმიტი, პირველი ადამიანია, რომელმაც არა მხოლოდ ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა მარსზე, არამედ ამ პლანეტის მკვიდრთაც აღზარდეს. მკითხველისთვის იგი იდეალური ინსტრუმენტია, რათა ახალი კუთხით დაინახონ ის ინსტიტუციები და სოციალური ნორმები, რომელთა ფესვებიც დედამიწურ საზოგადოებაშია ჩაკირული. სმიტი მგლების მიერ აღზრდილი მაუგლის მსგავსად უბრუნდება ადამიანთა მოდგმას, თუმცა, მისგან განსხვავებით, უცხოპლანეტურმა აღზრდამ იგი დედამიწელთა უმეტესობაზე უფრო ჰუმანური და პროგრესული გახადა, რომ აღარაფერი ვთქვათ მის ზებუნებრივ უნარებზე. როგორ მიიღებს დედამიწა უძღებ შვილს და როგორ გავლენას იქონიებს მისი იდეები კაცობრიობის განვითარებაზე – ამის შესახებ მკითხველი უკვე მაისის წიგნის ფესტივალზე შეიტყობს... – რობერტ ჰაინლაინის შემოქმედება სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ქვაკუთხედად მიიჩნევა. აიზეკ აზიმოვთან და ართურ კლარკთან ერთად მან ამ ჟანრის ერთგვარი ლიტერატურული სტანდარტი შექმნა და საყოველთაო პოპულარობაც მოუტანა. Stranger in a Strange Land არა მხოლოდ მისი ყველაზე ცნობილი, კონტროვერსიული და ენობრივად დახვეწილი რომანია, არამედ პირველი წიგნია სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში, რომელმაც “ნიუ იორკ ტაიმსის” ბესტსელერთა სიაში დაიმკვიდრა ადგილი. ფრენკ ჰერბერტის „დიუნთან“ ერთად, Stranger in a Strange Land სამეცნიერო ფანტასტიკის ყველაზე გავლენიან წიგნადაა მიჩნეული. ჰაინლაინის მაგნუმ ოპუსი იმ იშვიათ ნაწარმოებებს მიეკუთვნება, რომლებიც, არათუ საკუთარი ეპოქის გამოძახილია, არამედ თანამდევი გავლენით საზოგადოების განვითარების მიმართულებასაც განსაზღვრავენ. წიგნში წარმოჩენილმა იდეებმა რელიგიის, ქონების, მონოგამიისა და სიკვდილის შესახებ დიდი გამოძახილი ჰპოვეს გასული საუკუნის კონტრკულტურულ ოაზისში – ჰიპურ მოძრაობაში. მისი გავლენა იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ წიგნში აღწერილმა გამოგონილმა რელიგიამ ჩვენს სამყაროშიც გადმოინაცვლა და დღემდე Сhurch of All Worlds-ის სახელით არსებობს. ამ მიღწევათა გათვალისწინებით აშშ-ს კონგრესის ბიბლიოთეკამ Stranger in a Strange Land იმ წიგნების ასეულში შეიყვანა, რომლებმაც ამერიკა ჩამოაყალიბეს (Books that shaped America), 1962 წელს კი რობერტ ჰაინლაინი საუკეთესო რომანის ავტორობის გამო პრემია „ჰუგოთი“ დააჯილდოეს.
  • წინასიტყვაობა
  • ნაწილი პირველი. მისი ბუნდოვანი წარმომავლობა
    • თავი პირველი
    • თავი მეორე
    • თავი მესამე
    • თავი მეოთხე
    • თავი მეხუთე
    • თავი მეექვსე
    • თავი მეშვიდე
    • თავი მერვე
  • ნაწილი მეორე. მისი აბსურდული მემკვიდრეობა
    • თავი მეცხრე
    • თავი მეათე
    • თავი მეთერთმეტე
    • თავი მეთორმეტე
    • თავი მეცამეტე
    • თავი მეთოთხმეტე
    • თავი მეთხუთმეტე
    • თავი მეთექვსმეტე
    • თავი მეჩვიდმეტე
    • თავი მეთვრამეტე
    • თავი მეცხრამეტე
    • თავი მეოცე
    • თავი ოცდამეერთე
  • ნაწილი მესამე. მისი ექსცენტრული განათლება
    • თავი ოცდამეორე
    • თავი ოცდამესამე
    • თავი ოცდამეოთხე
    • თავი ოცდამეხუთე
    • თავი ოცდამეექვსე
    • თავი ოცდამეშვიდე
    • თავი ოცდამერვე
    • თავი ოცდამეცხრე
  • მეოთხე ნაწილი. მისი სკანდალური კარიერა
    • თავი ოცდამეათე
    • თავი ოცდამეთერთმეტე
    • თავი ოცდამეთორმეტე
    • თავი ოცდამეცამეტე
  • მეხუთე ნაწილი. მისი ბედნიერი ხვედრი
    • თავი ოცდამეთოთხმეტე
    • თავი ოცდამეთხუთმეტე
    • თავი ოცდამეთექვსმეტე
    • თავი ოცდამეჩვიდმეტე
    • თავი ოცდამეთვრამეტე
    • თავი ოცდამეცხრამეტე
  • სქოლიო