კალათა

დეტალურად

ამ წიგნში თავმოყრილია ფრაგმენტები კანდიდ ჩარკვიანის მემუარებიდან, რომლებიც ყველაზე სრულად ახასიათებენ სტალინის რთულ და წინააღმდეგობრივ პიროვნებას მიუხედავად ორთოდოქსი მარქსისტი ავტორის აშკარა სიმპათიისა იოსებ სტალინისა და კომუნისტური წყობის მიმართ, მკითხველი უთუოდ შეიგრძნობს იმ სუსხიან ატმოსფეროს, რომელიც სუფევდა ზეცენტრალიზებულ, ერთი ადამიანის ნებას ტოტალურად დამორჩილებულ სახელმწიფოში. გარეკანზე გამოყენებულია ცნობილი ქართველი მხატვრის – უჩა ჯაფარიძის მიერ პასტელით შესრულებული სტალინის პორტრეტი, რომელიც მან კანდიდ ჩარკვიანს 1947 წელს აჩუქა. პორტრეტი წლების განმავლობაში ეკიდა ჩარკვიანის სამუშაო ოთახში და დღეს ინახება მის პირად არქივში. წიგნში შესულია კანდიდ ჩარკვიანის მიერ სტალინისადმი 1949 წლის დეკემბერში მიწერილი ბარათი საბჭოთა ენათმეცნიერების მდგომარეობის თაობაზე. წერილის არშიებზე ყავისფერი ფანქრით გაკეთებული შენიშვნები ეკუთვნის იოსებ სტალინს. ეს ბარათი დაედო საფუძვლად გახმაურებულ დისკუსიას ენათმეცნიერების საკითხებზე. იბეჭდება პირველად.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • სტალინის წერილი
  • „ახალგაზრდა კომუნისტის“ საიუბილეო ნომერი
  • საბჭოების VIII ყრილობა
  • პირველი შეხვედრა ბერიასთან
  • დროის სუსხი
  • ბერიასთან მუშაობის სიძნელეები
  • ცვლილება ბერიას ჩემდამი დამოკიდებულებაში
  • «ვეფხისტყაოსნის» პირველი იუბილეს გახსენება
  • პირველი საუბარი სტალინთან
  • მეტი ობიექტურობაა საჭირო
  • 20-იან წლებში სტალინს საქართველოში ნაკლებად იცნობდნენ
  • პირველი შეხვედრა სტალინთან
  • კურსი მძლავრი ინდუსტრიის შექმნისა
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დაარსება
  • როგორ დაიდგა ფილმი „გიორგი სააკაძე“
  • მიხეილ ჭიაურელის სტალინთან ურთიერთობის შესახებ
  • ომი. ამიერკავკასიის ცეკას მდივნების მოსკოვში გამოძახება
  • შაქრის ჭარხალი თუ ხეხილის ბაღები?
  • ფრიადოსნების მობილიზაცია
  • როგორ შეიქმნა ქართული დივიზიები
  • ლესელიძე
  • ბერიას ზარი
  • რუსთავის გაცოცხლება
  • ქუთაისის საავტომობილო ქარხანა
  • გამარჯვების აპოთეოზი
  • სტალინის დირექტივები ციტრუსებთან დაკავშირებით
  • საქმიანი ბანკეტი
  • სოჭის საუბრები
  • როგორ დაიწყო დისკუსია ენათმეცნიერების საკითხებზე
  • ქართული ღვინის ხარისხზე ზრუნვა
  • რუსთავში სასუქების წარმოების მოწყობის საკითხი
  • ჰიდრო თუ თბოსადგურები
  • ინსინუაცია, როგორც წინსვლის საშუალება
  • დატოტვილი ხორბლის ამბავი
  • სტალინი: წარსულის გახსენება. ქართულ სამყაროსთან შეხების წერტილები
  • სტალინის მუშაობის სტილი და მომთხოვნელობა
  • სტალინის ცხოვრების ყოფითი დეტალები
  • სტალინმა უეცარი აფეთქება იცოდა
  • შეხვედრები ქართველ ხელოვანებთან და ძველ მეგობრებთან
  • სიგარეტის კოლოფის ეტიკეტის ამბავი
  • ახალი და ისტორიული ტერიტორიები
  • სტალინის შვილები
  • განძის საქართველოში დაბრუნება
  • რა არ მოსწონდა სტალინს ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში
  • თერთმეტკლასიანი საშუალო სკოლა
  • თბილისის მეტროპოლიტენი. სტალინი წყალტუბოსა და ბორჯომში
  • თბილისის მიმდებარე ტერიტორიების გამწვანება
  • პურის პრობლემა და ღვინის მარკების სახელწოდებების საკითხი
  • „მეგრელთა საქმე“ და უკანასკნელი შეხვედრა სტალინთან
  • სქოლიო